ნეთანიაჰუმ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

ნეთანიაჰუმ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ნეთანიაჰუმ ტრამპს თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე აცნობა და წარდგენის წერილიც გადასცა.

შეხვედრის დასაწყისში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი შეერთებულ შტატებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა იპოვონ ქვეყნები, რომლებიც პალესტინელებს უკეთეს მომავალს შეუქმნიან. როგორც ჩანს, ისრაელი და აშშ კვლავ აქტიურად ამუშავებენ ღაზის სექტორიდან პალესტინელების მეზობელ არაბულ სახელმწიფოებში გადასახლების საკითხს.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს აღნიშნული ნომინაციისთვის მადლობა გადაუხადა. საინტერესოა, რომ გასულ თვეს დონალდ ტრამპი იმავე პრემიაზე პაკისტანის მთავრობამაც წარადგინა. პლატფორმა X-ზე პაკისტანის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთ-პაკისტანის ბოლო კრიზისის დროს, გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და გამოჩენილი ლიდერული თვისებებისთვის, ნობელის პრემიას იმსახურებს. ინდოეთი, თავის მხრივ, საბრძოლო მოქმედების დასრულებაში აშშ-ის მედიატორობას უარყოფს და მოლაპარაკებებში მესამე მხარის ჩართვის საკითხსაც ეწინააღმდეგება.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.