ივლისში აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა $291 მილიარდს მიაღწია

ივლისში აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა $291 მილიარდს მიაღწია

ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ საბაჟო გადასახადებში დაფიქსირებული $21-მილიარდიანი ზრდის მიუხედავად, აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი მატებას განაგრძობს. ივლისში დეფიციტი თითქმის 20%-ით გაიზარდა და $291 მილიარდს მიაღწია.

შედეგად, ივლისის დეფიციტი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, $47 მილიარდითაა გაზრდილი. რეალურად, აშშ-ის მთავრობამ ივლისში $338 მილიარდის შემოსავლები მიიღო (2024 წელთან შედარებით 2%-ით მეტი), თუმცა დანახარჯები $630 მილიარდამდე გაიზარდა (10%-იანი მატება), რაც ივლისისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წელს, ივლისში, გასულ წელთან შედარებით ნაკლები სამუშაო დღე ირიცხებოდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შეფასებით, სხვაობის კორექტირება შემოსავლებს დაახლოებით $20 მილიარდით გაზრდის, რაც ბიუჯეტის დეფიციტს $271 მილიარდამდე დაიყვანს.

ტრამპის მიერ დაწესებული მაღალი სატარიფო განაკვეთების გავლენით, ივლისში წმინდა საბაჟო შემოსავლები დაახლოებით $27.7 მილიარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ $7.1 მილიარდს უტოლდებოდა. ფისკალური წლის პირველ 10 თვეში, საბაჟო გადასახადებმა ჯამში $135.7 მილიარდი შეადგინა, რაც 2024 წლის იმავე მონაკვეთთან შედარებით 116%-იანი ზრდაა.