SpaceX-ი EchoStar-ისგან უკაბელო სპექტრის ლიცენზიებს $17 მილიარდად შეიძენს

SpaceX-ი EchoStar-ისგან უკაბელო სპექტრის ლიცენზიებს $17 მილიარდად შეიძენს

კომპანიების მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, ილონ მასკის SpaceX-ი EchoStar-ისგან უკაბელო სპექტრის ლიცენზიებს დაახლოებით 17 მილიარდ დოლარად, ნაღდი ფულისა და აქციების სახით შეიძენს. აღნიშნული ტელეკომუნიკაციების კომპანია ფიჭურ ოპერატორს, Boost Mobile-ს ფლობს, რაც ილონ მასკის კომპანიას საშუალებას მისცემს, მობილური ტელეფონების ბაზარზე გაფართოვდეს.

როგორც ცნობილია, SpaceX-ი EchoStar-ის AWS-4 და H-ბლოკის სპექტრის ლიცენზიებს შეისყიდის. ამასთან, ორი კომპანია შეთანხმდება, რათა Boost Mobile-ის აბონენტებს Starlink-ის პირდაპირ მობილურ სერვისზე წვდომა მისცენ. SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გვინ შოტველმა განაცხადა, რომ ეს „მთელ მსოფლიოში მობილური მკვდარი ზონების დასრულებას შეუწყობს ხელს“.

EchoStar-ის მიმართ, რომელიც ასევე ფლობს Dish Network-სა და Sling TV-ს, ფედერალური კომუნიკაციების კომისიას შეკითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, ხდიდა თუ არა ის თავის უკაბელო სპექტრს საკმარისი რაოდენობის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს. კომპანიამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, გარიგება ამ გამოძიებას დაასრულებს.

შეგახსენებთ, აგვისტოში EchoStar-ი უკაბელო სპექტრის ლიცენზიების AT&T-ისთვის 23 მილიარდ დოლარად მიყიდვას დათანხმდა.