რა იცი ლოიალურობის პროგრამაზე, რომლითაც 900 000 ადამიანი სარგებლობს?

რა იცი ლოიალურობის პროგრამაზე, რომლითაც 900 000 ადამიანი სარგებლობს?

საქართველოს ბანკის ლოალობის პროგრამა PLUS-ით უკვე  900 000-მდე ადამიანი სარგებლობს. პროგრამა გამორჩეული და უნიკალურია, რადგან ერთის მხრივ, ის მომხმარებლების წახალისებას ისახავს მიზნად, მეორეს მხრივ კი – მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება განვითარებაში, უზრდის ცნობადობას და შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ლოიალური მომხმარებლები. PLUS ერთდროულად ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

რა არის PLUS ლოალობის პროგრამა?

PLUS საქართველოს ბანკის ლოალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებლებს თანხის ხარჯვის პარალელურად, PLUS ქულების დააგროვების და ბანკის 1,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში დამატებითი ბენეფიტების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის: მეტი PLUS ქულის დაგროვების, სპეციალური ფასდაკლების და ქეშბექის შეთავაზებებს.

როგორ მუშაობს PLUS?

ლოიალობის პროგრამაში ჩართულია ყველა, ვისაც საქართველოს ბანკის ბარათი აქვს. თუ მომხმარებელი საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე, საქართველოს ბანკის ბარათით შეასრულებს გადახდებს, ყოველი გადახდისას მათ PLUS ქულები ერიცხებათ.  PLUS ქულები გროვდება თითქმის ყველა ტიპის გადახდაზე. თუმცა, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელი ყოველთვის კიდევ უფრო მეტ PLUS ქულას აგროვებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბარათით გადახდისას.

PLUS შეთავაზებები

PLUS ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ბანკი წლის განმავლობაში მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელ შეთავაზებას უკეთებს. PLUS ცდილობს წლის ნებისმიერ მონაკვეთში, საჭირო პროდუქტებსა თუ სერვისებზე რელევანტური შეთავაზებები დაახვედროს მომხმარებლებს. შეთავაზებებს შორის აღსანიშნავია:

  • ახალი წლის შეთავაზებები;
  • გაზაფხულის დღესასწაულების შეთავაზები;
  • სააღდგომო შეთავაზებები;
  • PLUS დაბადების დღის მოსამზადებელი შეთავაზებები;
  • PLUS დაბადების დღის წლის საუკეთესო შეთავაზება;
  • საზაფხულო & დასვენების შეთავაზებები;
  • Back to school შეთავაზებები;
  • Black Friday შეთავაზებები;
  • ყოველთვიური გასააქტიურებელი შეთავაზებები და სხვა.

ასევე, PLUS მომხმარებლებს ყოველდღიური მომსახურების კატეგორიის ობიექტებშიც, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, ფარმაცია, მარკეტები, კვება, გამოძახების სერვისები და ა.შ. მუდმივად განახლებად შეთავაზებებს უკეთებს,

PLUS დაბადების დღე

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. წლიდან-წლამდე ეს დღე შოპინგის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. 5 ივლისს როგორც მომხმარებლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. ის ბიზნესებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა რადგან, 2024-2025 წლებში პარტნიორ ობიექტებში გადახდების მიმართულებით 63%-იანი ზრდა იყო. მომხმარებლებმა კი განსაკუთრებული შეთავაზებები მიიღეს და სასურველი პროდუქტი თუ ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს.

იმისთვის რომ მომხმარებლები PLUS-ის დაბადების დღეს მომზადებული შეხვდნენ, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში  არაერთ საინტერესო შეთავაზებას უკეთებს.

არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ შეთავაზებებს მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში და offers.bog.ge-ზე მითუმეტეს, რომ შავი პარასკევი არც ისე შორსაა.

S