ALMA-ს „რიცხვები ყურადღების ცენტრში“ - გარე რეკლამის ეფექტიანობა უკვე გაზომვადია

ALMA-ს „რიცხვები ყურადღების ცენტრში“ - გარე რეკლამის ეფექტიანობა უკვე გაზომვადია

პირველად საქართველოში, გარე რეკლამის ბაზრის ლიდერმა კომპანია ALMA-მ ინოვაციური რეპორტინგის სისტემა დანერგა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ობიექტურად და რიცხვებზე დაყრდნობით შეაფასოს გარე რეკლამის ეფექტიანობა. სისტემა არა მხოლოდ  ტექნიკურ დეტალებსა და რაოდენობრივ მონაცემებს აღწერს, არამედ აანალიზებს აუდიტორიის ქცევას, დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და რეკლამის რეალურ გავლენას.  შესაბამიდან, რეპორტინგის სისტემა ღირებულ ცოდნას აძლევს როგორც მომხმარებლებს, ისე მთლიანად ინდუსტრიას, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და სტრატეგიულ დაგეგმვას.

რეპორტინგის ინოვაციური სისტემა აერთიანებს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის –  112-ის ოფიციალურ მონაცემებს, ისე კვლევითი ორგანიზაცია IPM-ისა და ACT-ის მიერ შემუშავებულ ეფექტიანობის გაზომვის მეთოდებს და ანალიტიკურ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ანგარიშის სიზუსტეს, სანდოობას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

სარეკლამო არხთან ფეხით მოსიარულეთა და მანქანით მოსიარულეთა რაოდენობა, ბონუს აუდიტორია (Bonus Audience) – რომლის ანალიტიკა IPM – ის მიერ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ მოდელს ეფუძნება, რეკლამის მიღწევადობის პოტენციური რაოდენობა (Opportunity to See), ACT – ის კვლევაზე დაყრდნობით ანალიზი ადამიანების რამდენი პროცენტი ამჩნევს რეალურად რეკლამას (OTS Adjustment Factor), რეკლამის ზემოქმედების სიღრმისეული და რელევანტური საზომი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ „რიცხვების“, რომელიც „ყურადღების ცენტრში“ მოექცა რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ALMA-მ ახალი რეპორტინგის სისტემა წარადგინა.

როგორც ALMA-ს დირექტორი გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, „შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ საქართველოში გარე რეკლამის ახალი ეპოქა დაიწყო. ALMA-ს 30-წლიანმა განვითარების გზამ ბილბორდებიდან ახალ შესაძლებლობებამდე, შეგვძინა უნიკალური გამოცდილება, რის საფუძველზეც სარეკლამო ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ.  გარე რეკლამა საქართველოში პირველად ხდება ზუსტი, დათვლადი და გაზომვადი. თუ წარსულში მთავარი კრიტერიუმი რეკლამის ლოკაციის პრესტიჟი, ხილვადობა და სარეკლამო კონსტრუქციების სხვა სუბიექტური მახასიათებლები იყო, დღეს ყურადღების ცენტრშია ზუსტი ანალიტიკა და ეფექტიანობის გაზომვა. ინოვაციური რეპორტინგის სისტემა, რომელიც ALMA-მ დანერგა მნიშვნელოვანი გარდატეხაა. სუბიექტური შეფასებებიდან გადავდივართ ობიექტურ, მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. სწორედ ამ ნაბიჯს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს არა მხოლოდ ALMA-ს საქმიანობა, არამედ მთლიანად ქართული გარე რეკლამის ბაზარი“.

ALMA მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტ სარეკლამო არხს სთავაზობს მომხმარებელს გარე რეკლამის სფეროში. მათ შორისაა: ბილბორდები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ციფრული ეკრანები ყველაზე დატვირთულ ლოკაციებზე, მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (მეტროსა და ავტობუსებზე) რეკლამა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამა, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ხიდები და სხვა.

S