ციფრული ბაზრის მუშაობის სპეციფიკის შესასწავლად, ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკმა $1 მილიონის ღირებულების ბიტკოინები და ბლოკჩეინზე დაფუძნებული სხვა ციფრული აქტივები შეისყიდა. პროექტის პირველად შედეგებს ბანკი მომავალი 2-3 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
პორტფელი, რომლის ძირითადი ნაწილი ბიტკოინებისგან შედგება, ასევე მოიცავს აშშ დოლარზე დაფუძნებულ სტეიბლკოინსა და ტოკენიზებულ დეპოზიტს. ჩეხეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, შესყიდვა რეგულირებადი ბირჟის მეშვეობით განხორციელდა, თუმცა კონკრეტული ბირჟა ან აქტივები არ დაუკონკრეტებიათ. სატესტო პორტფელი ბანკის ოფიციალური რეზერვებისგან დამოუკიდებლად შეინახება და მისი გამოყენებით ბანკი ციფრული აქტივების შეძენასთან, შენახვასთან და მართვასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს დატესტავს.
ციფრული ბაზრის შესწავლის იდეა ჩეხეთის ეროვნული ბანკის მმართველს, ალეს მიხლის ეკუთვნის. მიხლის განცხადებით, გადახდებისა და ინვესტიციების განხორციელების ახალი გზები იქმნება და ბანკს სურს, ამ მომავლისთვის მზად იყოს. მომავალში კი, თავად ბანკი გადაწყვეტს, გახდება თუ არა ციფრული აქტივები მისი ოფიციალური რეზერვების ნაწილი.
ჩეხეთის გადაწყვეტილებას დადებითად არ შეხვედრია თავად ევროპის ცენტრალური ბანკი. როგორც პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდის მიიჩნევს, ბიტკოინები ევროკავშირის წევრების სარეზერვო აქტივები არ გახდება. ამის პარალელურად, ჩეხეთის მხარე აცხადებს, რომ რეზერვების გარეთ ციფრული აქტივების შეძენა ჩეხეთისა და ევროპის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა. ამ ეტაპზე კი, დამატებითი შესყიდვების განხორციელებაც არ იგეგმება, რადგან კრიპტო ჯერ კიდევ ახალ და არასტაბილურ აქტივად აღიქმება.












