პანდემიამდელი პერიოდის შემდეგ, Disney Studios-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო

პანდემიამდელი პერიოდის შემდეგ, Disney Studios-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო

Deadline-ის ცნობით, 2025 წლის მდგომარეობით, Disney Studios-მა სალაროებში ფილმების გაქირავებიდან $6 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, რაც კინოსტუდიისთვის 2019 წლის შემდეგ ($11 მილიარდი) საუკეთესო მაჩვენებელია. ამ შედეგით, Disney-მ უკვე გააუმჯობესა 2024 წლის ბოლოს სალაროებში დაფიქსირებული გაყიდვების შედეგები, რაც $5.46 მილიადს შეადგენდა.

მიმდინარე წელს Disney Studios-ის მიერ სალაროებში მიღებული $6-მილიარდიანი შემოსავლიდან დაახლოებით $2 მილიარდი სტუდიის საკუთრებაში არსებულ 20th Century-სა და Searchlight-ზე მოდის.

Disney-ს წარმატებული წელი ორი მნიშვნელოვანი ნამუშევრის გლობალური პიპულარობის დამსახურებაა. მათ შორის „ლილო და სტიჩის“ მხატვრული რიმეიქის, რომელმაც მაისში პრემიერის შემდეგ სალაროებში $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და „ზოოტოპია 2“-ის, რომელიც ამ თვის დასაწყისში დებიუტის შემდეგ, $1 მილიარდს უახლოვდება.

Box Office Mojo-ს მონაცემებით, „ზოოტოპია 2“-მა გლობალურად სალაროებში დაახლოებით $993 მილიონი გამოიმუშავა, აქედან კი $539 მილიონამდე შემოსავალი მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე მოდის.

ამასობაში, ჯეიმს კამერონის საგის მესამე ნაწილის – „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ – შემოსავალმა, მხოლოდ სადებიუტო უიკენდზე, $345 მილიონს მიაღწია. მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმის მესამე ნაწილს კინოკრიტიკოსები სალაროებში $2 მილიარდის გამომუშავებას უწინასწარმეტყველებენ.