ანაბარი - „საერთო მიზანი“ | მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

ანაბარი - „საერთო მიზანი“ | მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ უმარტივებს ცხოვრებას.

ანაბარი – „ჩვენი საერთო მიზანი“, თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც სწორედ მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ანაბრების სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, “საერთო მიზნით” დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად.

საერთო მიზნებისთვის ანაბრის გახსნა პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.

ანაბრის გახსნის ინსტრუქცია:

თიბისის მობაილბანკში უნდა შეხვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ ანაბარი, გადახვიდეთ პროდუქტზე – „ჩვენი საერთო მიზანი“ და არსებული შაბლონებიდან (მოგზაურობა, საჩუქარი, ქორწილი, სტარტაპი, სახლი, ბავშვისთვის, და სხვა) აირჩიოთ თქვენთვის სასურველ მიზანი ან შექმნათ საკუთარ მიზანი და დაარქვათ სასურველი სახელი, რადგან საერთო სახელის დარქმევა საერთო მიზანს უფრო ხელშესახებს ხდის. ბოლოს კი, აირჩიოთ ანაბრის ვადა (1-დან 24 თვემდე ნებისმიერი ვადით) და დაიწყოთ დაგროვება საერთო მიზნისთვის.

ანაბრის შექმნის შემდეგ, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება, ბმულით იწვევთ ჯგუფის წევრებს, რომლებთან ერთადაც აპირებთ დაგროვებას – ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის, აგროვებთ იმდენ ადამიანთან ერთად, რამდენთანაც გსურთ. მოწვევის ბმულის გაზიარება კი, მობაილბანკიდან გაუსვლელად, ნებისმიერი არხის საშუალებით შეგიძლიათ – Messenger, Whatsapp, Instagram, Mail… ასევე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლებთ ჯგუფის დატოვებასაც.

მობაილბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მიიღებთ სტანდარტულზე 0.5%-ით მაღალ სარგებელს ნებისმიერ ვალუტაში, წლიური ეფექტური ლარში 8.83%-დან. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

დაიწყეთ დაგროვება დღესვე თქვენი საერთო მიზნებისთვის – გახსენით ანაბარი “ჩვენი მიზანი” მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან.

ანაბრის გახსნის ვიდეო ინსტრუქციის სანახავად კი, გადადით ბმულზე.

S