უკვე მეხუთედ, თიბისი ლიზინგი BARTA-ს გამარჯვებულია

უკვე მეხუთედ, თიბისი ლიზინგი BARTA-ს გამარჯვებულია

9 თებერვალს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეხუთედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიებას წინ უძღოდა პანელური დისკუსია თემაზე: „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“. დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი თიბისი ლიზინგის დირექტორი, გაგა გოგუა იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ: „გამჭვირვალობის პრაქტიკის გაძლიერებამ და წლიური ანგარიშის ხარისხის სისტემურმა გაუმჯობესებამ დადებითი გავლენა მოახდინა კომპანიის სანდოობაზე ინვესტორების თვალში. ბოლო სამი წლის მანძილზე თიბისი ლიზინგმა შეძლო დაახლოებით 600 მილიონ ლარამდე მოცულობის დაფინანსების მოზიდვა საერთაშორისო წყაროებიდან.“

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ BARTA 2026-ში გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და ორგანიზაციის მისწრაფებას წლიდან-წლამდე, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ანგარიშგების ხარისხი.

„BARTA-ს კონკურსში გამარჯვება ჩვენთვის მხოლოდ მიღწევა არ არის — ეს ნდობის კიდევ ერთი დასტურია. ზედიზედ მეხუთედ მოპოვებული გამარჯვება გვახსენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თიბისი ლიზინგს აქვს მომხმარებლებისა და ინვესტორების წინაშე. ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე, გამჭვირვალე პროცესები და მაღალი სანდოობა ჩვენი საქმიანობის საფუძველია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვავითაროთ სალიზინგო ბაზარი საქართველოში.“ -თორნიკე ეგნატაშვილი, თიბისი ლიზინგის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ BARTA, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

S