საქსტატი: IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა

საქსტატი: IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 13.3% შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით და 54.4%-ით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, დასაქმების დონე არ შეცვლილა და 47.1% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2%-ით შემცირდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 0.3%-ით გაიზარდა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.5%-ით არის შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა – შესაბამისად 47.0%-სა და 47.2%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 69.3% შეადგინა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.7%-ით შემცირდა, ხოლო კაცებში – 1.1%-ით და შესაბამისად 10.3%-სა და 15.6%-ს შეადგენს.