პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ის კიდევ ერთი წარმატება: ბრენდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახეობამ, JIMSHER Trio-მ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში, World Whiskies Awards (WWA) 2026-ზე, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ქართული ვისკი JIMSHER TRIO მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერებს შორის აღმოჩნდა, უმაღლესი შეფასებები მიიღო და ოქროს მედალი მიენიჭა კატეგორიაში: Blended – 12 Years & Under. აღნიშნული გამარჯვება ხაზს უსვამს ქართული ვისკის უმაღლეს ხარისხსა და მის გამორჩეულ ხელწერას.
World Whiskies Award არის გლობალური ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო სასმელებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. კონკურსის მიზანია, რჩეული ვისკების გამოვლენა, პოპულარიზაცია და მათი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ეფუძნება „ბრმა დეგუსტაციის“ (Blind Tasting) პრინციპს, რაც გამორიცხავს ბრენდის ცნობადობის გავლენას და აქცენტს მხოლოდ სითხის ხარისხზე, არომატსა და ბალანსზე აკეთებს. WWA-ს ჯილდო ითვლება ხარისხის უპირობო აღიარებად საერთაშორისო ბაზარზე.

JIMSHER Trio-ს უნიკალური ქართული ხელწერა
JIMSHER Trio-ს გამარჯვება განსაკუთრებულია იმით, რომ მან კონკურენცია გაუწია ტრადიციული ქვეყნების (შოტლანდია, ირლანდია, იაპონია) პროდუქციას. მისი წარმატების ფორმულა ქართული მეღვინეობისა და ვისკის წარმოების კლასიკური მეთოდების შერწყმაა. JIMSHER Trio წარმოადგენს სამი კასრის იდეალურ კომბინაციას. ეს არის არანაკლებ 8 წლის დაძველების შერეული სითხე, რომელმაც დავარგების უნიკალური პროცესი საფერავის, წინანდლისა და ქართული ტრადიციული ბრენდის კასრებში გაიარა.
სწორედ ეს ტექნოლოგია სძენს პროდუქტს დამოუკიდებელ, თვითმყოფად და ძლიერ ხასიათს. JIMSHER Trio გამოირჩევა დაბალანსებული, განსხვავებული არომატითა და ხანგრძლივი, დასამახსოვრებელი გემოთი.
„ეს ჯილდო არა მხოლოდ ბრენდის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. World Whiskies Award-ის ოქროს მედალი ადასტურებს, რომ ქართული ვისკი კონკურენტუნარიანია მსოფლიო გიგანტების გვერდით და ჩვენს ქვეყანას შეუძლია თქვას ახალი სიტყვა ამ ინდუსტრიაში. World Whiskies Awards-ის ოქროს მედალი არის დადასტურება იმისა, რომ საქართველომ შეძლო და ვისკის რუკაზე საკუთარი, განსხვავებული სიტყვა თქვა. ეს აღიარება გვეხმარება, რომ ქართული ვისკის კულტურა მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.“ – ჯიმშერ ჩხაიძე, Jimsher-ის დამფუძნებელი.












