საქართველოს ბანკის მობილბანკში, მანქანის სივრცეში, ავტომფლობელებს ვისოლისგან სპეციალური შეთავაზება ელით – მომენტალური Gold სტატუსი ვისოლის აპლიკაციაში და თითოეულ ლიტრ საწვავზე 20-თეთრიანი ფასდაკლება.
Wissol-ს მიერ შექმნილი სპეციალური ფასადაკლების გააქტიურება კი მარტივადაა შესაძლებელი.
ეწვიეთ საქართველოს ბანკის მობილბანკში მანქანის სივრცეს;
გადადით ვისოლის შეთავაზებაში მოცემულ ბმულზე;
საჭირო მონაცემების შეყვანის შემდეგ, ფასდაკლება გააქტიურდება.
ფასდაკლების გამოყენებას მომხმარებელი ვისოლის აპლიკაციის საშუალებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვისოლის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე შეძლებს.
“ვისოლის აპლიკაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური სარგებლის შეთავაზებას ისახავს მიზნად. გვინდა, რომ შევქმნათ აპლიკაცია, სადაც ავტომობილის მფლობელებისთვის საჭირო ყველა ფუნქცია ერთ სივრცეში მოიყრის თავს. ციფრული ტრანსფორმაციის ამ ეტაპზე ვგეგმავთ სხვადასხვა სექტორში ლიდერი კომპანიების ლოიალობის სისტემასთან დამეგობრებას. საქართველოს ბანკისა და ვისოლის თანამშრომლობაც სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი პირველი საფეხურია, რის ფარგლებშიც დამატებით სარგებელს ვქმნით პარტნიორნი კომპანიის მომხმარებლებისთვის ვისოლის აპლიკაციაში. ვფიქრობთ, ამ კუთხით წინ დიდი გზაა გასავლელი და მომავალშიც ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება.“ აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა, ვისოლის მარკეტინგის და ციფრული განვითარების ხელმძღვანელი.
აქციის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს საწვავის ყოველთვიური მოხმარების პროპორციულად, საშუალება აქვს შეინარჩუნონ Gold სტატუსი (20-თეთრიანი ფასდაკლება ლიტრზე) და დამატებით სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ისარგებლებენ სმარტის მარკეტებსა და ვინტოს ავტომომსახურების ცენტრებში. გარდა ამისა, თითოეული ტრანზაქციისას აპლიკაციაში მომხმარებლები ბონუს ქულებს დააგროვებენ, რომელთა გადაცვლა ვისოლის, სმარტისა და ვინტოს ნებისმიერ პროდუქტშია შესაძლებელი.














