მიმდინარე წლის 1 მაისს, საერთაშორისო აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტმა ელენე ოთარაშვილმა მოაწერეს. გრანთ თორნთონი, როგორც დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია, უკვე მეორედ წარმართავს პროექტს საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გამჭვირვალედ და სამართლიანად.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონის პროფესიონალების გუნდი აქტიურად იქნება ჩართული შემდეგი მიმართულებებით:
- შეფასების სისტემის მართვა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მიუკერძოებელი შეფასების უზრუნველყოფა
- შეფასების ეტაპების დაგეგმვა და იმპლემენტაცია
- საკომუნიკაციო ფორმატის შემუშავება, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით
- ჟიურის წევრებთან კომუნიკაცია და ექსპერტთა ეფექტური მუშაობის ორგანიზება
- კრიტერიუმების განხილვა და შეფასების ქულების მინიჭება, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად
პაატა შურღაია, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი: “გრანთ თორნთონი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა რეიტინგებისა და კონკურსების შემფასებელი. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონკურსის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებაში.
საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და კულტურული კუთხით. ამ პროექტში ჩვენი ჩართულობა ინდუსტრიას ეხმარება ბაზრის საუკეთესო მოთამაშეების იდენტიფიცირებაში, მათ წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს სტანდარტების ამაღლებას და სექტორის განვითარებას”.
ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი:
„ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ სანდო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, როგორიცაა „გრანთ თორნთონი“. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ჩართულობა პროექტის ფუნდამენტური ნაწილია. ეს არის გარანტი როგორც თითოეული მონაწილისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ შეფასება წარიმართება აბსოლუტურად ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.”
გრანთ თორნთონის შესახებ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი კომპანიები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან მზარდ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 76,000 თანამშრომელი, 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ სარგებელი მოუტანოს კლიენტებს, კოლეგებსა და საზოგადოებას.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შესახებ
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.
მიმდინარე წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ვორქშოპების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.
S










