საქსტატი: იანვარ-აპრილში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.9%-ით შემცირდა

საქსტატი: იანვარ-აპრილში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.9%-ით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 8.13 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7%-ით მეტია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი თითქმის 2.44 მილიარდი აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი დაახლოებით 5.70 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პირველ შემთხვევაში 21.1%-იანი წლიური ზრდა დაიფქსირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 4.9%-იანი კლება.

საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0%-ია.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნდება.