საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო შავი ზღვის ახალ საკურორტო უბანში, ბუკნარში იხსნება, რომელიც ბათუმიდან 15 წუთის სავალ გზაზე, აჭარის უნიკალურ ლოკაციაზე მდებარეობს.
100-ნომრიან სასტუმროში განთავსებულია რესტორანი, დახურული აუზი, საკონფერენციო სივრცეები, სპა, ლაუნჯი და მასაჟისთვის განკუთვნილი ოთახები. გარე ინფრასტრუქტურა კი აერთიანებს პადელის მოედანს, სასეირნო ბილიკებსა და რეკრეაციულ ზონებს.
ბუკნარი ჰოტელი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში — სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორის. მის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროზე პირდაპირი წვდომით ისარგებლონ. ბუკნარი ჰოტელის ყველა ნომრიდან კი იშლება პანორამული ხედები ზღვაზე და აჭარის მთებზე.




ლისი დეველოპმენტის ინვესტიცია პროექტში 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში დასაქმებულია 120-მდე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალი, რომლებიც სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტით მართვას უზრუნველყოფენ.
ბუკნარი ჰოტელის არქიტექტურული პროექტი მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ კომპანია Architects of Invention-ს ეკუთვნის.
სასტუმრო ბუკნარი რეზორტის განვითარების პირველი ფაზაა. ლისი დეველოპმენტის საკუთრებაში 9 ჰექტარი ტერიტორიაა, რომლის განაშენიანების გრძელვადიან გეგმაზე კომპანია ცნობილ არქიტექტურულ სტუდიებთან თანამშრომლობს, ესენია: წამყვანი ბრიტანული კომპანია WATG, ესპანური კომპანია Leku და ქართული კომპანია TIMM.

ბუკნარი რეზორტის შემდგომი განვითარების ეტაპები მოიცავს საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობას, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ეიძინონ პრემიუმ–კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები.
გენერალური გეგმა ასევე ითვალისწინებს სანაპირო ზოლის სრულ განვითარებას, Beach Club-ის, საბავშვო გასართობი ზონების, კომერციული სივრცეებისა და სხვა მრავალფუნქციური ობიექტების მოწყობას.

ბუკნარის პროექტის განხორციელებით, ლისი დეველოპმენტის მიზანია შექმნას ახალი მიზიდულობის ცენტრი, შავ ზღვაზე საუკეთესო გამოცდილების მისაღებად. სწორედ ისე, როგორც 15 წლის წინ თბილისში შექმნა უნიკალური უბანი — მწვანე ქალაქი ლისზე — და საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონის, ლისის ტბის განვითარებას.
ლისის პროექტები ხორციელდება ბუნებასთან ერთად, ერთიანი არქიტექტურით და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით — რათა ადამიანებმა მეტი დრო გაატარონ ოჯახთან, დაისვენონ და შეიგრძნონ დაბალანსებული ცხოვრება ყოველდღიურობაში.
კომპანია პირველი იყო საქართველოს ბაზარზე, რომელმაც 2010 წელს დაამკვიდრა 80/20 პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ლისის პროექტებში ტერიტორიის 80% გამწვანებას და რეკრეაციას ეთმობა და მხოლოდ 20%-ზეა განთავსებული შენობები.
პროექტის პარტნიორები:
სამშენებლო-სარემონტი და MEP-სამუშაოები: ელემენტ ჰოლდინგი:
– ELEMENT CINSTRUCTION
– ELEMENT FIT-OUT
– ZERONE
ინტერიერის დიზაინი: valishviliarchitects
არტ ნამუშევრები: მაია სუმბაძე
მართვის სისტემები: SALTO, OPERA, MICROS
ლიფტი: SCHINDLER
პადელის მოედანი: ADIDAS

S










