Laboratory My Home, რომელიც ICR HOME-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტრატეგიული ბრენდია, 2003 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს პოზიციებს ავეჯის და ინტერიერის ქართულ ბაზარზე. ბრენდის მთავარი უპირატესობა მხოლოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი არ არის — ლაბორატორია ჩემ სახლს გამოარჩევს ისიც, რომ მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებულ სტილს, დიზაინსა და სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტებს.
დღეს, როდესაც სახლის მოწყობა სულ უფრო მეტად ინდივიდუალური გემოვნებისა და ცხოვრების სტილის გამოხატვის საშუალებად იქცა, Laboratory My Home მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეარჩიონ როგორც თანამედროვე, მინიმალისტური და სკანდინავიური სტილის პროდუქცია, ისე კლასიკური, ელეგანტური, ლოფტი თუ სხვა დიზაინერული გადაწყვეტები.

ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მრავალფეროვანი საფასო სეგმენტია. ასორტიმენტი მოიცავს ეკონომ, საშუალო და პრემიუმ კატეგორიის პროდუქტებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი ბიუჯეტისა და საჭიროებების შესაბამისად შეარჩიოს სასურველი ნივთები ხარისხსა და დიზაინზე კომპრომისის გარეშე.
Laboratory My Home-ის სივრცეში წარმოდგენილია სახლის მოწყობისთვის საჭირო ძირითადი კატეგორიები: ავეჯი, განათება, დეკორი, ტექსტილი, სეზონური კოლექციები და ინტერიერის აქსესუარები. სწორედ ამ მრავალფეროვნების წყალობით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სახლის ინტერიერის მოწყობა ან ორიგინალური საჩუქრის შერჩევა ერთ სივრცეში.

როგორც ICR HOME-ის ბრენდი, Laboratory My Home განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის მუდმივ განახლებას, საერთაშორისო ტენდენციების ქართულ ბაზარზე შემოტანასა და მომხმარებლისთვის თანამედროვე, ფუნქციური და მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებას.
East Point-ში ახალი ფილიალის გახსნით Laboratory My Home კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებლებისთვის. 1000 მ² -ზე მეტი ფართობის ახალ სივრცეში წარმოდგენილია ბრენდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ის გამოცდილება, რომელმაც, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა.

დღეს Laboratory My Home უკვე სამ ფილიალს აერთიანებს:
- თბილისი — დავით აღმაშენებლის ხეივანი N125
• თბილისი — ალექსანდრე თვალჭრელიძის N2 (East Point)
• ბათუმი — ალექსანდრე პუშკინის N33
თუმცა ბრენდის მთავარი ღირებულება უცვლელია — მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი, მრავალფეროვანი და განსხვავებული სტილის პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე ადამიანს საკუთარი სახლის ინდივიდუალური სივრცის შექმნაში დაეხმარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ICR HOME-ის ოფიციალურ ვებგვერდს.
S










