ფოტო: Getty Images
Disney-ისა და Pixar-ის ანიმაციურმა ფილმმა „Toy Story 5“ ჩრდილოეთ ამერიკაში კინოგაქირავებაში 2026 წლის საუკეთესო სადებიუტო შედეგი აჩვენა. წინასწარი მონაცემებით, ფილმმა პირველივე უქმეებზე 160 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და „Toy Story“-ის ფრენჩაიზის ახალი რეკორდი დაამყარა.
ახალი ფილმის შედეგი თითქმის 40 მილიონი დოლარით აღემატება სერიის წინა ნაწილის, „Toy Story 4“-ის, სადებიუტო უქმეების მაჩვენებელს, რომელმაც 2019 წელს 120.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ამასთან, „Toy Story 5“ Pixar-ის ისტორიაში მეორე ყველაზე წარმატებული დებიუტის ავტორია. მას მხოლოდ 2018 წელს გამოსული „The Incredibles 2“ უსწრებს, რომლის პირველი უქმეების შემოსავალმა 182.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ფილმმა საერთაშორისო ბაზრებზეც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და უცხოურ კინოთეატრებში დამატებით 152 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შედეგად, მისი გლობალური შემოსავალი პირველივე უქმეებზე 312 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
„Toy Story 5“-მა ასევე გადააჭარბა 2026 წლის აქამდე ყველაზე წარმატებული დებიუტის შედეგს. ეს რეკორდი მანამდე Universal-ის „The Super Mario Galaxy Movie“-ს ეკუთვნოდა, რომელმაც აპრილში ჩრდილოეთ ამერიკაში კინოგაქირავებაში ჩაშვების კვირას 131.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.















