რომელი ქვეყნების ეკონომიკა შემცირდება ყველაზე მეტად 2020 წელს

რომელი ქვეყნების ეკონომიკა შემცირდება ყველაზე მეტად 2020 წელს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ჯამურად 6%-ით შემცირდება, ხოლო განვითარებადის 1%-ით. რეგიონების მიხედვით ზრდა მხოლოდ აღმოსავლეთ აზიის განვითარებად ქვეყნებშია მოსალოდნელი 1%-ის დონეზე.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მეტად ლიბიის ეკონომიკა შემცირდება -58.7%-ით. შემდეგ ვენესუელა მოდის -15%-ით. 12-12-%-ით შემცირდება ლიბანის და ბელიზის ეკონომიკა. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად საბერძნეთის ეკონომიკა შემცირდება -10%-ით. შემდეგ მოდის იტალია 9.1%-ით.

სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, სომხეთის 1.5%-ით, აზერბაიჯანის 2.2%-ით, თურქეთის 5%-ით, ხოლო რუსეთის 5.5%-ით.

2020 წელს 152 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო 37 ქვეყნის ეკონომიკა მცირედით გაიზრდება.

ცხრილი: ქვეყნები, სადაც 2020 წელს ეკონომიკა ყველაზე მეტად შემცირდება