ილონ მასკის ქონება მსოფლიოს 174 ქვეყნის მშპ-ს აღემატება | შედარება

ილონ მასკის ქონება მსოფლიოს 174 ქვეყნის მშპ-ს აღემატება | შედარება

ფოტო: Allison Robbert/AFP/Bloomberg

 

SpaceX-ის რეკორდული $1.77-ტრილიონიანი IPO-ს შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა. ბირჟაზე საჯაროდ განთავსების შემდგომ, SpaceX-ის აქციების ღირებულების მატებასთან ერთად, მასკის ქონება ისტორიულ მაქსიმუმამდე, $1.4 ტრილიონამდე გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით, აქციების გაუფასურებასთან ერთად, ტრილიონიან ნიშნულს ჩამოსცდა.

მიუხედავად მოკლევადიანი კლებისა, ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსი დაიბრუნა. ორშაბათს SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი მატების ფონზე, მისი ქონება 62.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. უფრო კონკრეტულად, 29 ივნისს SpaceX-ის აქციები 7.6%-ით, ხოლო Tesla-ს აქციები 8.6%-ით გაძვირდა, რამაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონების ზრდა განაპირობა.

Visual Capitalist-მა უახლეს რეიტინგში ილონ მასკის ქონება ($1 ტრილიონი) მსოფლიოს ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) შეადარა. რეიტინგი წარმოადგენს იმ ქვეყნებს, რომელთა ნომინალური მშპ მასკის ქონების ღირებულებაზე (პირის ან კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება, ვალდებულებების გამოკლებით) ნაკლებია. ცნობისთვის, გამოცემამ რეიტინგის შესადგენად საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ 2026 წლის პროგნოზი გამოიყენა, რომელიც აპრილში გამოაქვეყნა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 195 ეკონომიკიდან, 174 სახელმწიფო 2026 წლისთვის, სავარაუდოდ, $1 ტრილიონ დოლარზე ნაკლებ მშპ-ს გამოიმუშავებს. ტრილიონდოლარიან ზღვართან ყველაზე ახლოს ტაივანია — IMF-ის პროგნოზით, ტაივანის მშპ 2026 წლისთვის დაახლოებით $977 მილიარდს მიაღწევს. ეს შედეგი კი პრაქტიკულად აჩვენებს იმას, თუ რამდენად ექსკლუზიური გახდა $1-ტრილიონიან კლუბში მოხვედრა და რამდენად მცირეა ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ამ დონეს აღწევენ.

2026 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ით მასკის ქონებას ჩამორჩება ირლანდიაც, რომლის ნომინალური მშპ, IMF-ის შეფასებით, $779 მილიარდს  მიაღწევს, ასევე ბელგია – $777 მილიარდს, შვედეთი – $760 მილიარდს და ისრაელი – $720 მილიარდს. ცხრილში 174 ქვეყანას შორის ხვდება საქართველოც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის პრონოზით, საქართველოს მშპ $43 მილიარდადაა შეფასებული, რაც მას ისლანდიასა ($44 მილიარდი) და ჰონდურასს ($42 მილიარდი) შორის ანთავსებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ერთი ადამიანის ქონება სახელმწიფოსაც „აღემატება“. ქვეყანა ახალ ღირებულებას (მშპ-ს) ყოველწლიურად ქმნის, ხოლო ერთი პირის სიმდიდრე წლების განმავლობაში დაგროვილი აქტივებია. შესაბამისად, მასკის ქონების შედარება ქვეყნების მშპ-სთან პირდაპირ ეკონომიკურ კონკურენციად არ უნდა იყოს აღქმული, თუმცა ის კარგად აჩვენებს თანამედროვე სამყაროში სიმდიდრის მასშტაბებს.

IMF-ის 2026 წლის პროგნოზით, მხოლოდ 21 ქვეყანა შეძლებს $1 ტრილიონ დოლარზე მეტი ნომინალური მშპ-ის გენერირებას. ამ ჩამონათვალში ბოლო ადგილებს შვეიცარია და პოლონეთი იკავებენ — თითოეული დაახლოებით $1.1 ტრილიონის მთლიანი შიდა პროდუქტით. შესაბამისად, ილონ მასკის ქონება, რეკორდული ნიშნულის მიღწევისას ($1.4 ტრილიონი), მსგავსი ევროპული ქვეყნების ნომინალურ მშპ-საც კი აჭარბებდა.

თუმცა ისეთ ეკონომიკებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთია, რა თქმა უნდა, ილონ მასკის ქონება ახლოსაც ვერ მივა. Visual Capitalist-ის მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. IMF-ი 2026 წლისთვის აშშ-ის მშპ-ს $32.4 ტრილიონად აფასებს. შემდგომ მოდის ჩინეთი — $20.1 ტრილიონით, მესამე ადგილზე კი გერმანიაა. თუმცა გერმანიის შემთხვევაში, IMF-ის პროგნოზი $5.5 ტრილიონამდე ვარდება.

IMF-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის ნომინალური მშპ-ით მსოფლიოს ათი უმსხვილესი ქვეყანა ასე გამოიყურება:

ადგილიქვეყანა2026 წლის მშპ (IMF-ის პროგნოზი)
1აშშ32.4 ტრილიონი
2ჩინეთი20.9 ტრილიონი
3გერმანია5.5 ტრილიონი
4იაპონია4.4 ტრილიონი
5გაერთიანებული სამეფო4.3 ტრილიონი
6ინდოეთი4.2 ტრილიონი
7საფრანგეთი3.6 ტრილიონი
8იტალია2.7 ტრილიონი
9რუსეთი2.7 ტრილიონი
10ბრაზილია2.6 ტრილიონი

ასევე გთავაზობთ იმ 174 ქვეყნის ჩამონათვალს, რომელთა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2026 წლის პროგნოზებით მასკის ქონებაზე ($1 ტრილიონი) ნაკლებია:

 

ადგილიქვეყანა2026 წლის მშპ
1ტუვალუ0.1 მილიარდი აშშ დოლარი
2ნაურუ0.2 მილიარდი აშშ დოლარი
3მარშალის კუნძულები0.3 მილიარდი აშშ დოლარი
4კირიბატი0.4 მილიარდი აშშ დოლარი
5პალაუ0.4 მილიარდი აშშ დოლარი
6მიკრონეზია0.5 მილიარდი აშშ დოლარი
7ტონგა0.7 მილიარდი აშშ დოლარი
8დომინიკა0.8 მილიარდი აშშ დოლარი
9სენტ-კიტსი და ნევისი1.1 მილიარდი აშშ დოლარი
10სენტ-ვინსენტი და გრენადინები1.2 მილიარდი აშშ დოლარი
11სან-ტომე და პრინსიპი1.2 მილიარდი აშშ დოლარი
12ვანუატუ1.4 მილიარდი აშშ დოლარი
13სამოა1.4 მილიარდი აშშ დოლარი
14გრენადა1.5 მილიარდი აშშ დოლარი
15სოლომონის კუნძულები1.8 მილიარდი აშშ დოლარი
16კომორის კუნძულები1.8 მილიარდი აშშ დოლარი
17აღმოსავლეთი ტიმორი2.2 მილიარდი აშშ დოლარი
18სეიშელის კუნძულები2.3 მილიარდი აშშ დოლარი
19სან-მარინო2.4 მილიარდი აშშ დოლარი
20ანტიგუა და ბარბუდა2.4 მილიარდი აშშ დოლარი
21გამბია2.8 მილიარდი აშშ დოლარი
22სენტ-ლუსია2.8 მილიარდი აშშ დოლარი
23გვინეა-ბისაუ3.0 მილიარდი აშშ დოლარი
24ლესოთო3.0 მილიარდი აშშ დოლარი
25კაბო-ვერდე3.4 მილიარდი აშშ დოლარი
26ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა3.5 მილიარდი აშშ დოლარი
27ბელიზი3.5 მილიარდი აშშ დოლარი
28ბუტანი3.9 მილიარდი აშშ დოლარი
29ჯიბუტი4.7 მილიარდი აშშ დოლარი
30არუბა4.7 მილიარდი აშშ დოლარი
31ანდორა4.9 მილიარდი აშშ დოლარი
32ლიბერია5.6 მილიარდი აშშ დოლარი
33ესვატინი5.8 მილიარდი აშშ დოლარი
34სურინამი5.9 მილიარდი აშშ დოლარი
35სამხრეთი სუდანი6.1 მილიარდი აშშ დოლარი
36ფიჯი6.4 მილიარდი აშშ დოლარი
37იემენი7.4 მილიარდი აშშ დოლარი
38ბურუნდი8.1 მილიარდი აშშ დოლარი
39მალდივები8.1 მილიარდი აშშ დოლარი
40სიერა-ლეონე8.3 მილიარდი აშშ დოლარი
41ბარბადოსი8.5 მილიარდი აშშ დოლარი
42ლიხტენშტაინი9.4 მილიარდი აშშ დოლარი
43მონტენეგრო10 მილიარდი აშშ დოლარი
44ტოგო13 მილიარდი აშშ დოლარი
45მავრიტანია14 მილიარდი აშშ დოლარი
46სომალი14 მილიარდი აშშ დოლარი
47კოსოვო14 მილიარდი აშშ დოლარი
48ეკვატორული გვინეა14 მილიარდი აშშ დოლარი
49დასავლეთი სანაპირო და ღაზა16 მილიარდი აშშ დოლარი
50ნამიბია17 მილიარდი აშშ დოლარი
51მავრიკი17 მილიარდი აშშ დოლარი
52ბაჰამის კუნძულები17 მილიარდი აშშ დოლარი
53კონგოს რესპუბლიკა17 მილიარდი აშშ დოლარი
54ბრუნეი17 მილიარდი აშშ დოლარი
55რუანდა17 მილიარდი აშშ დოლარი
56მალავი18 მილიარდი აშშ დოლარი
57ლაოსი19 მილიარდი აშშ დოლარი
58ტაჯიკეთი20 მილიარდი აშშ დოლარი
59ავღანეთი20 მილიარდი აშშ დოლარი
60მადაგასკარი21 მილიარდი აშშ დოლარი
61ბოტსვანა22 მილიარდი აშშ დოლარი
62მოლდოვა22 მილიარდი აშშ დოლარი
63ჩრდილოეთი მაკედონია22 მილიარდი აშშ დოლარი
64გაბონი23 მილიარდი აშშ დოლარი
65მოზამბიკი23 მილიარდი აშშ დოლარი
66იამაიკა23 მილიარდი აშშ დოლარი
67ნიკარაგუა24 მილიარდი აშშ დოლარი
68ყირგიზეთი24 მილიარდი აშშ დოლარი
69ნიგერი25 მილიარდი აშშ დოლარი
70ჩადი26 მილიარდი აშშ დოლარი
71ტრინიდადი და ტობაგო27 მილიარდი აშშ დოლარი
72მონღოლეთი28 მილიარდი აშშ დოლარი
73ბენინი28 მილიარდი აშშ დოლარი
74გვინეა30 მილიარდი აშშ დოლარი
75მალტა31 მილიარდი აშშ დოლარი
76სომხეთი32 მილიარდი აშშ დოლარი
77ალბანეთი33 მილიარდი აშშ დოლარი
78ბურკინა-ფასო33 მილიარდი აშშ დოლარი
79ლიბანი34 მილიარდი აშშ დოლარი
80პაპუა-ახალი გვინეა34 მილიარდი აშშ დოლარი
81გაიანა34 მილიარდი აშშ დოლარი
82მალი34 მილიარდი აშშ დოლარი
83ბოსნია და ჰერცეგოვინა37 მილიარდი აშშ დოლარი
84ჰაიტი39 მილიარდი აშშ დოლარი
85სენეგალი40 მილიარდი აშშ დოლარი
86ელ-სალვადორი40 მილიარდი აშშ დოლარი
87ზამბია41 მილიარდი აშშ დოლარი
88ჰონდურასი42 მილიარდი აშშ დოლარი
89საქართველო43 მილიარდი აშშ დოლარი
90ისლანდია44 მილიარდი აშშ დოლარი
91კვიპროსი45 მილიარდი აშშ დოლარი
92სუდანი45 მილიარდი აშშ დოლარი
93ნეპალი46 მილიარდი აშშ დოლარი
94ბაჰრეინი49 მილიარდი აშშ დოლარი
95ლიბია52 მილიარდი აშშ დოლარი
96კამბოჯა52 მილიარდი აშშ დოლარი
97ესტონეთი52 მილიარდი აშშ დოლარი
98მაკაო54 მილიარდი აშშ დოლარი
99ლატვია54 მილიარდი აშშ დოლარი
100ზიმბაბვე57 მილიარდი აშშ დოლარი
101ტუნისი61 მილიარდი აშშ დოლარი
102პარაგვაი61 მილიარდი აშშ დოლარი
103კამერუნი65 მილიარდი აშშ დოლარი
104იორდანია65 მილიარდი აშშ დოლარი
105უგანდა73 მილიარდი აშშ დოლარი
106აზერბაიჯანი78 მილიარდი აშშ დოლარი
107ბოლივია81 მილიარდი აშშ დოლარი
108თურქმენეთი83 მილიარდი აშშ დოლარი
109მიანმარი84 მილიარდი აშშ დოლარი
110სლოვენია87 მილიარდი აშშ დოლარი
111პანამა95 მილიარდი აშშ დოლარი
112ტანზანია95 მილიარდი აშშ დოლარი
113ურუგვაი96 მილიარდი აშშ დოლარი
114შრი-ლანკა99 მილიარდი აშშ დოლარი
115ბელარუსი102 მილიარდი აშშ დოლარი
116ლიტვა106 მილიარდი აშშ დოლარი
117ლუქსემბურგი110 მილიარდი აშშ დოლარი
118კოსტა-რიკა110 მილიარდი აშშ დოლარი
119ვენესუელა111 მილიარდი აშშ დოლარი
120კოტ-დ’ივუარი112 მილიარდი აშშ დოლარი
121სერბეთი112 მილიარდი აშშ დოლარი
122ომანი117 მილიარდი აშშ დოლარი
123ხორვატია117 მილიარდი აშშ დოლარი
124განა118 მილიარდი აშშ დოლარი
125ეთიოპია122 მილიარდი აშშ დოლარი
126კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა123 მილიარდი აშშ დოლარი
127პუერტო-რიკო129 მილიარდი აშშ დოლარი
128გვატემალა129 მილიარდი აშშ დოლარი
129დომინიკელთა რესპუბლიკა136 მილიარდი აშშ დოლარი
130ეკვადორი138 მილიარდი აშშ დოლარი
131კენია147 მილიარდი აშშ დოლარი
132ბულგარეთი148 მილიარდი აშშ დოლარი
133ანგოლა152 მილიარდი აშშ დოლარი
134სლოვაკეთი169 მილიარდი აშშ დოლარი
135ქუვეითი173 მილიარდი აშშ დოლარი
136უზბეკეთი182 მილიარდი აშშ დოლარი
137მაროკო194 მილიარდი აშშ დოლარი
138კატარი217 მილიარდი აშშ დოლარი
139უკრაინა225 მილიარდი აშშ დოლარი
140ერაყი265 მილიარდი აშშ დოლარი
141უნგრეთი271 მილიარდი აშშ დოლარი
142ახალი ზელანდია279 მილიარდი აშშ დოლარი
143ირანი300 მილიარდი აშშ დოლარი
144საბერძნეთი308 მილიარდი აშშ დოლარი
145ალჟირი317 მილიარდი აშშ დოლარი
146ფინეთი338 მილიარდი აშშ დოლარი
147ყაზახეთი360 მილიარდი აშშ დოლარი
148ნიგერია377 მილიარდი აშშ დოლარი
149პერუ381 მილიარდი აშშ დოლარი
150პორტუგალია381 მილიარდი აშშ დოლარი
151ჩილე408 მილიარდი აშშ დოლარი
152პაკისტანი408 მილიარდი აშშ დოლარი
153ეგვიპტე430 მილიარდი აშშ დოლარი
154ჩეხეთი433 მილიარდი აშშ დოლარი
155ჰონგ-კონგი450 მილიარდი აშშ დოლარი
156სამხრეთი აფრიკა480 მილიარდი აშშ დოლარი
157რუმინეთი481 მილიარდი აშშ დოლარი
158დანია504 მილიარდი აშშ დოლარი
159ბანგლადეში511 მილიარდი აშშ დოლარი
160ფილიპინები512 მილიარდი აშშ დოლარი
161მალაიზია516 მილიარდი აშშ დოლარი
162ვიეტნამი527 მილიარდი აშშ დოლარი
163კოლუმბია540 მილიარდი აშშ დოლარი
164ტაილანდი580 მილიარდი აშშ დოლარი
165ნორვეგია599 მილიარდი აშშ დოლარი
166არაბთა გაერთიანებული საამიროები622 მილიარდი აშშ დოლარი
167ავსტრია624 მილიარდი აშშ დოლარი
168სინგაპური660 მილიარდი აშშ დოლარი
169არგენტინა688 მილიარდი აშშ დოლარი
170ისრაელი720 მილიარდი აშშ დოლარი
171შვედეთი760 მილიარდი აშშ დოლარი
172ბელგია777 მილიარდი აშშ დოლარი
173ირლანდია779 მილიარდი აშშ დოლარი
174ტაივანი977 მილიარდი აშშ დოლარი