წლიურ ჭრილში მშენებლობა 4.1%-ით გაძვირდა – რამ გამოიწვია ზრდა?

წლიურ ჭრილში მშენებლობა 4.1%-ით გაძვირდა – რამ გამოიწვია ზრდა?

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 4.1%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში მაისში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 7%-ით.

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 1.5%-იანი ზრდა აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი 6.8%-იანი მატება.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლიურ ჭრილში ცვლილება, უმეტესწილად, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 17.2-პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.1-პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად 2.06 და 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობით, თვიურ ჭრილში ზრდა, „ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.“

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 26%-ით არის გაზრდილი.