SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მას სურს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. მილიარდერმა მეწარმემ განაცხადა, რომ მზად არის აწარმოოს სასუნთქი აპარატები იმათთვის, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.
„ჩვენ დავამზადებთ სასუნთქ აპარატებს, თუ ამის დეფიციტი შეიქმნება“, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.
მასკს მალევე გამოეხმაურა fivethirtyeight.com-ის რედაქტორი ნეიტ სილვერი და განაცხადა, რომ უკვე არის დეფიციტი და ჰკითხა მას თუ რამდენის წარმოებას გეგმავს ის.
“სასუნთქი აპარატების წარმოება არ არის რთული, თუმცა, მისი უცებ წარმოება ვერ მოხდება. რომელ საავადმყოფოებს აქვს ამის დეფიციტი?“, – ჰკითხა მას მასკმა.
აღნიშნულმა მიმოწერამ Twitter-ზე ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მაგალითად მასკს გამოეხმარა ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიოც და განაცხადა, რომ მის ქალაქს სჭირდება სასუნთქი აპარატები, რაც შეიძლება მალე.
შეგახსენებთ, ილონ მასკი საკმაოდ აქტიურად აკვირდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამბებს. მას ამის შესახებ არაერთხელ დაუწერია საჯაროდ.
წყარო: space.com