18 მარტს, ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკაცია “აღმოსავლეთ პარტნიორობა – ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის”.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებას ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შექმნის, კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში. სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა: “ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს გასაზღვრავს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს საქართველოდან, ვინც კონსულტაციების პროცესში წვლილი შეიტანა. ეკონომიკური განვითარება, კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება. ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც მე, პირადად მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში. ასევე ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ საკიტხებზე საუბარი ბრიუსელში, 18 ივნისს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“.
იხილეთ მეტი:
- Joint Communication: Eastern Partnership policy beyond 2020: Reinforcing Resilience – an Eastern Partnership that delivers for all
- აღმოსავლეთ პარტნიორობა: პოლიტიკის ახალი ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის
- Memo: The Eastern Partnership policy beyond 2020
- ინფოგრაფიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ (link)
- ინფოგრაფიკა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ: