„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილი €4 მილიონად შეიძინა

„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილი €4 მილიონად შეიძინა

საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, საფეხბურთო კარიერას ესპანურ „სევილიაში“ გააგრძელებს. შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა ბოლო სეზონი ლისაბონის „სპორტინგში“ გაატარა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე ახალ კლუბში ფეხბურთელის იჯარით გადასვლა განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ გარიგება ტრანსფერზე შედგა. Reuters-ის ინფორმაციის თანახმად, „სევილიამ“ გიორგის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსები დაემატება.

გიორგი ქოჩორაშვილმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა. ამის შემდეგ კი კლუბთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომელიც 2030 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. „სევილიამ“ ქოჩორაშვილის დამატებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა.