ფოტო: Jamie Squire/Getty Images
ამერიკელი მილიარდერის, სტენ კრონკეს კომპანია Kroenke Sports & Entertainment-მა ბეისბოლის კლუბ Los Angeles Angels-ის საკონტროლო წილის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. გარიგების ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდია, რაც კლუბისთვის რეკორდული შეფასებაა.
Kroenke Sports & Entertainment-თან საბოლოო შეთანხმების მიღწევა Angels-მა ოფიციალურად დაადასტურა. გარიგების პირობებით, კომპანია გუნდის საკონტროლო წილს ამჟამინდელი მფლობელის, მილიარდერი არტი მორენოს ოჯახისგან შეიძენს. 2026 წლის მარტში ამერიკული Forbes-ი Los Angeles Angels-ს $2.8 მილიარდად აფასებდა.
გარიგების ოფიციალური ღირებულება არ დადასტურებულა, თუმცა The Athletic-ისა და Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, შეთანხმება ამერიკულ ბეისბოლის კლუბს $4 მილიარდად აფასებს. სავარაუდოდ, გარიგებისთვის საჭირო ყველა პროცესი 2027 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. მორენოს განცხადებით, Kroenke Sports & Entertainment-ის გამოცდილებისა და წარმატებების გათვალისწინებით, კომპანია Angels-ისთვის საუკეთესო მფლობელი იქნება. სტენ კრონკემ კი Angels-ს „დიდ ბაზარზე დაფუძნებული ისტორიული ფრენჩაიზი“ უწოდა და კლუბს შთამბეჭდავ მომავალსაც შეჰპირდა.
Los Angeles Angels-ის შეძენით კრონკეს სპორტული პორტფელი კიდევ უფრო გაფართოვდა. კრონკეს საკუთრებაშია NFL-ის კლუბი Los Angeles Rams-ი, ასევე Denver Nuggets-ი (NBA), Colorado Avalanche (NHL) და Los Angeles Angels-ი (MLB). გარდა ამისა, კრონკე ინგლისის პრემიერლიგის კლუბ Arsenal-სა და Arsenal Women-ს, MLS-ის Colorado Rapids-სა და ლაკროსის გუნდ Colorado Mammoth-საც ფლობს.













