რომელი ქვეყნები ლიდერობენ ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებით?

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებით?

ფოტო: Getty Images

 

Tracxn-ის 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს. გასულ წელს ქვეყანაში სტარტაპებმა ჯამურად $244 მილიარდის დაფინანსება მოიზიდეს, რაც მეორე ადგილზე მყოფი გაერთიანებული სამეფოს მაჩვენებელს, $15.2 მილიარდს, 16-ჯერ აღემატება.

მესამე ადგილზე კი ინდოეთია, სადაც 2025 წელს სტარტაპების მიერ მოზიდული დაფინანსების მოცულობამ $10.5 მილიარდი შეადგინა. ქვეყანა ამ მაჩვენებლით რამდენიმე მსხვილ ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ ცენტრს უსწრებს.

გასულ წელს ჩინეთში სტარტაპებმა $7.3 მილიარდის დაფინანსება მიიღეს, გერმანიაში – $7 მილიარდის, კანადაში – $6.3 მილიარდის, ხოლო საფრანგეთში – $6.2 მილიარდის.

ტოპ-10-ში ასევე შედის სინგაპური ($4.5 მილიარდი), ისრაელი ($4.2 მილიარდი) და შვეიცარია ($3.5 მილიარდი).

ინდოეთის პოზიცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ტექნოლოგიური კომპანიების საფონდო ბირჟებზე განთავსების მაჩვენებლის გათვალისწინებითაც. Tracxn-ის India Tech Annual Funding Report-ის მიხედვით, 2025 წელს ინდოეთში ტექნოლოგიური კომპანიების 42 პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) განხორციელდა.

ამ მაჩვენებლით ინდოეთმა მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. მას მხოლოდ აშშ უსწრებს 60 ტექნოლოგიური IPO-თი. ინდოეთმა ასევე გადაასწრო ჩინეთს, სადაც 38 ტექნოლოგიური IPO განხორციელდა. გარდა ამისა, მან ევროპასაც (20 IPO) აჯობა.

ტექნოლოგიური კომპანიების IPO-ების მაღალი რაოდენობა მიუთითებს, რომ ინდოეთში სტარტაპების მზარდი რაოდენობა კერძო დაფინანსების ეტაპიდან საჯარო ბაზარზე გადასვლას ახერხებს. შესაბამისად, ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მასშტაბის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მხოლოდ კერძო ინვესტიციების მოცულობა არ არის. დაფინანსებისა და IPO-ების მონაცემები აჩვენებს, რომ ინდოეთი გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს.

#ქვეყანასტარტაპების დაფინანსების მოცულობა (2025)
1აშშ$244.0 მლრდ
2გაერთიანებული სამეფო$15.2 მლრდ
3ინდოეთი$10.5 მლრდ
4ჩინეთი$7.3 მლრდ
5გერმანია$7.0 მლრდ
6კანადა$6.3 მლრდ
7საფრანგეთი$6.2 მლრდ
8სინგაპური$4.5 მლრდ
9ისრაელი$4.2 მლრდ
10შვეიცარია$3.5 მლრდ