Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ქალები 2026 წელს

Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ქალები 2026 წელს

Illustration by Neil Jamieson for Forbes

აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში, Forbes 400-ში, მოსახვედრად წელს რეკორდული $4.4 მილიარდი იყო საჭირო – $600 მილიონით მეტი, ვიდრე 2025 წელს და $2.7 მილიარდით მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. რეიტინგში შემავალი 400 ადამიანი ჯამურად $8 ტრილიონს ფლობს, რაც გასულ წელთან შედარებით $1.4 ტრილიონით მეტია.

ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ქონების ზრდას განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების ბუმმა, ასევე აშშ-ის საფონდო ბაზარზე კომპანიების აქციების ფასების მატებამ შეუწყო ხელი. ამ ფონზე, რეკორდულად მაღალი ზღვრის მიუხედავად, Forbes 400-ის წლევანდელ სიაში 34 ახალი წევრი მოხვდა.

Forbes 400-ში წელს 62 ქალი მოხვდა. შესაბამისად, რეიტინგში შემავალი ადამიანების დაახლოებით 16% ქალია — იმდენივე, რამდენიც 2025 წელს. ამერიკის უმდიდრეს ქალად კვლავ Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის, ქალიშვილი ელის უოლტონი რჩება. 76 წლის უოლტონოს ქონება $118 მილიარდს შეადგენს და ის საერთო რეიტინგში მე-13 ადგილზეა.

აშშ-ის უმდიდრესი ქალების სიაში მეორე ადგილზე ჯულია კოხია, რომლის ქონებაც (ოჯახთან ერთად) $84.6 მილიარდს შეადგენს. ჯულია კოხი საერთო რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს. 64 წლის კოხის სიმდიდრის წყარო Koch, Inc.-ია.

ქალებს შორის მე-3 და Forbes 400-ში 21-ე ადგილზეა ჟაკლინ მარსი, რომლის ქონება $50.3 მილიარდად არის შეფასებული. 86 წლის მარსის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს Mars-ის ოჯახური ბიზნესი, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებსა და შინაური ცხოველების საკვებს აწარმოებს.

ხელოვნური ინტელექტის სფეროს სწრაფმა ზრდამ Forbes 400-ის წლევანდელ სიაში ახალი მილიარდერი ქალებიც შეიყვანა. 39 წლის დანიელა ამოდეი, Anthropic-ის პრეზიდენტი და კომპანიის ექვსი თანადამფუძნებლიდან ერთ-ერთი, მაისში განხორციელებული $65-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის შემდეგ Forbes 400-ის წევრი გახდა. ცნობისთვის, ამ რაუნდის დახურვით Anthropic-ის შეფასება $965 მილიარდამდე გაზარდა.

ამოდეის ქონება დაახლოებით $15.5 მილიარდად არის შეფასებული, რაც მას ამერიკის 75-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ის ასევე წლევანდელ სიაში მოხვედრილი ყველაზე მდიდარი ახალწვეული ქალია.

Forbes 400-ში შემავალი 10 უმდიდრესი ქალი: 
ადგილისახელიქონებაასაკიშტატიქონების წყაროფილანტროპიის ქულა
13ელის უოლტონი$118 მლრდ76ტეხასიWalmart2
17ჯულია კოხი და ოჯახი$84.6 მლრდ64ნიუ-იორკიKoch, Inc.2
21ჟაკლინ მარსი$50.3 მლრდ86ვირჯინიატკბილეული, შინაური ცხოველების საკვები
25აბიგეილ ჯონსონი$41.6 მლრდ64მასაჩუსეტსიFidelity1
27მერილინ საიმონსი და ოჯახი$36.6 მლრდ75ნიუ-იორკიჰეჯ-ფონდები5
30მელინდა ფრენჩ-გეიტსი$34.6 მლრდ62ვაშინგტონიMicrosoft5
33მირიამ ადელსონი და ოჯახი$33.5 მლრდ80ნევადაკაზინოები2
34ელეინ მარშალი და ოჯახი$32.2 მლრდ84ტეხასიKoch, Inc.1
37ლინდალ სტეფენს-გრეტი და ოჯახი$30 მლრდ51ტეხასინავთობი და გაზი
40მაქკენზი სკოტი$27.9 მლრდ56ვაშინგტონიAmazon5

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი