RKENA საქართველოში PFL-ს მასპინძლობს

RKENA საქართველოში PFL-ს მასპინძლობს

2026 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, RKENA-სა და PFL-ის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება. მსგავსი სახის თანამშრომლობა უპრეცედენტოა და რეგიონული MMA-სა და, ზოგადად, სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში PFL-ის საერთაშორისო მებრძოლები საქართველოში ჩამოვლენ და RKENA-ს ათლეტებს 6 VS 6 ფორმატში დაუპირისპირდებიან.

17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში 15 ბრძოლა გაიმართება.

დავით ლორთქიფანიძე vs ტრეისი რიდერი | მსუბუქი წონა

დაუმარცხებელი “ლომი” რკენას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია. ამჯერად, მისი მეტოქე ტრეისი რიდერი იქნება – ამერიკელი ფინიშერი, რომელსაც 12 გამარჯვებიდან 11 ნოკაუტით ან საბმიშენით აქვს მოპოვებული.

ბეკზატ ალმახანი VS აბდულ კამარა | სუპერმსუბუქი ბრძოლა

ყაზახი სუპერმსუბუქწონოსანი, ბეკზატ ალმახანი UFC-ის ყოფილი მებრძოლია რომელმაც MMA-ის გულშემატკივრებს თავი სანახაობრივი სტილით დაამახსოვრა. ორგანიზაციის დატოვების შემდეგ მან კონტრაქტი რკენასთან გააფორმა და 17 ოქტომბერს PFL-ის მებრძოლ, გამორჩეულ გრეპლერს, აბდულკამარას თანამთავარ ბრძოლაში დაუპირსპირდება.

ნიკოლოზ აბრამიშვილი VS აარონ მაკკენზი | შეთანხმებული წონა 75 კგ.

17 ოქტომბერს მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ნიკოლოზ აბრამიშვილი და აარონ მაკკენზი შეხვდებიან. ნიკოლოზ აბრამიშვილმა რკენაზე ჩატარებულ ორივე ბრძოლაში მაყურებელს თავი საღამოს საუკეთესო პერფომანსით დაამახსოვრა. მისი მეტოქე, ძალიან გამოცდილი აარონ მაკკენზია, რომელიც ბრძოლას ტემპითა და კონტროლით ამძიმებს.

მთავარ ქარდზე მაყურებელი კიდევ 3 ბრძოლას იხილავს, მანამდე კი პრელიმ ქარდზე არანაკლებ საინტერესო 9 ბრძოლა ელოდებათ.

MMA-ს მიმართ ინტერესი საქართველოში და მთლიანად რეგიონში იზრდება, რასაც ადგილობრივი მებრძოლების საერთაშორისო წარმატებაც უწყობს ხელს. RKENA-ს მთავარი მიზანი გამორჩეული ტალანტების აღმოჩენა, განვითარება და მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობის შექმნაა.

PFL (Professional Fighters League) წამყვანი ამერიკული MMA ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და შერეული საბრძოლო ხელოვნების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორგანიზაციაა. წლის განმავლობაში სხვადასხვა კონტინენტზე PFL 24 ივენთს ატარებს. ორგანიზაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ მებრძოლებს, როგორებიც არიან ეიჯეი მაქკი, კორი ანდერსონი, კრის საიბორგი და სხვა.

S