General Motors-მა და Lynx Motors-მა Cadillac-ის საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოსვლა დააანონსეს. პარტნიორობა საქართველოში ლეგენდარული ამერიკული პრემიუმ- და ლუქს-ბრენდის წარმოდგენასა და მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას ითვალისწინებს.
Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა General Motors-ის რეგიონული გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. ბრენდის განვითარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბაზრებზე საქართველოს მნიშვნელოვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას უკავშირდება.

„ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება სწორი პარტნიორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ Cadillac-ის საქართველოში ექსკლუზიურ დისტრიბუტორთან, Lynx Motors-თან ერთად ვმუშაობთ. კომპანია, რომელიც პროფესიონალთა გუნდს და პრემიუმ-ლუქს საავტომობილო სექტორის სიღრმისეულ ცოდნას აერთიანებს“, – Tommy Hosea, GM International and China-ს ვიცე-პრეზიდენტი – GPSC და GM Central Asia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

„General Motors-ის ნდობა ერთდროულად, დიდი პასუხისმგებლობაცაა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ კავშირებს და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის“, – გიორგი ფოცხვერია, Lynx Motors-ის წარმომადგენელი.

Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა პრემიუმ- და ლუქს-სეგმენტში, მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს უკავშირდება. თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დიზაინი, ტექნოლოგია, ხარისხი, კომფორტი და მომსახურების სრული გამოცდილება.
საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად, უახლოეს პერიოდში, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, Cadillac-ის ახალი სამსართულიანი შოურუმი გაიხსნება. სივრცე გააერთიანებს ბრენდისთვის დამახასიათებელი სტანდარტებითა და დიზაინით შექმნილ შოურუმს, სრულად აღჭურვილ სერვისცენტრსა და მომხმარებელთა პრემიუმ-ლაუნჯს.

შოურუმის გახსნის თარიღის, წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და Cadillac-ის საქართველოში ოფიციალური შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.
General Motors-ის შესახებ
General Motors-ი ტრანსპორტის მომავალს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქი, მაღალი გამავლობის და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.
GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.
ინფორმაცია იხილეთ: GM.com
Lynx Motors-ის შესახებ
Lynx Motors აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.
S











