მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

ნიკა ლებანიძისა და მისი შვილის, ელენეს ურთიერთობაში ერთი სიტყვა განსაკუთრებით ხშირად მეორდება – თავისუფლება. თავისუფლება, თავად აირჩიოს რა მოსწონს, რისი სწავლა უნდა, სად უნდა იმოგზაუროს და საბოლოოდ, როგორი მომავალი უნდა შექმნას საკუთარი თავისთვის.

ნიკა მთამსვლელი, ვიდეოგრაფი და  პირველი ქართველია, რომელმაც პერუს უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა. რა გასაკვირია, რომ მუდმივ მოგზაურობაშია, თუმცა როდესაც შვილის გვერდითაა, მაქსიმალურად ცდილობს ჩართული იყოს მის ცხოვრებაში. ელენე უკვე იმ ასაკშია, როცა საკუთარი ინტერესები აქვს – განსაკუთრებით უყვარს გრაფიკა და კოდირება, ქმნის თამაშებს.

“გუშინ გამოთქვა სურვილი, რომ გამომყვეს სამხრეთ პოლუსზე მოგზაურობაში და პირველი ბავშვი იყოს, რომელმაც ასეთ უკიდურეს წერტილში იმოგზაურა… თუმცა, მალევე გადაიფიქრა – რა შორს არისო”, – ამბობს ნიკა. მისთვის შვილის მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ელენემ აუცილებლად ის შეიყვაროს, რაც მამას მოსწონს. პირიქით, ცდილობს, საკუთარი ინტერესები გაუზიაროს, მაგრამ საბოლოო არჩევანი შვილს დაუტოვოს. ამიტომ ელენესთვის დამოუკიდებლობის მიცემა ნიკასთვის მხოლოდ აღზრდის მეთოდი არ არის. ეს არის სურვილი, რომ შვილს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

ამ თავისუფლებასთან ერთად, ოჯახში ფინანსების შესახებ საუბარიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ნიკა ამბობს, რომ ელენეს უკვე კარგად ესმის, რა არის შესაძლებელი და რისთვის არის საჭირო გარკვეული რესურსი. თუ რაღაც ძვირია, პასუხი მხოლოდ „არა“ არ არის. შეიძლება თანხა თავად შეაგროვოს, საჭიროების შემთხვევაში კი, მამამაც დაუმატოს.

ნიკას თქმით, ელენეს სახელზე საბავშვო ანაბარიცაა გახსნილი: „ბებიამ გადაწყვიტა, რომ ანაბარი გაეხსნა მისთვის, რასაც დადებითად შევხვდით, რადგან ეს მომავალში ელენეს  სურვილების ასრულების თავისუფლებაში დაეხმარება.“

რა იქნება ეს არჩევანი, ჯერ არავინ იცის. შეიძლება განათლება, საკუთარი საქმის დაწყება, საცხოვრებელი ან სულაც ის სამხრეთ პოლუსი, რომელსაც ელენემ (ჯერ) თვალი დაადგა.

სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ნიკასთვის  ყოველთვიურად ერთი და იმავე თანხის გადადება  მარტივი არ არის, რადგან შემოსავალი პროექტების რაოდენობასთან და განსხვავებულ ჰონორარებთან არის დაკავშირებული.

თუმცა, მისი აზრით, მთავარი ჩვევის გამომუშავებაა. დღეს გადადგმული პატარა ნაბიჯი, მომავალში ბავშვისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად შეიძლება იქცეს – ეს არის თიბისის საბავშვო ანაბრის იდეაც.

თიბისის საბავშვო ანაბრის გახსნა ახლა უკვე მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, ფილიალში მისვლის გარეშე. ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე. თანხის ოდენობა და შენატანის პერიოდულობა კი, მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული.

მოემზადე შვილის მომავლისთვის: https://app.tbcbank.ge/YiId/x5uoutiq

S