საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
გიორგი ნემსაძე საქართველოს ნაკრებში 1992-2004 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდის განმავლობაში 69 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის 1988-1991 და 1993-1995 წლებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. გიორგის ასევე უთამაშია ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენში“, გერმანულ კლუბ „ჰამბურგში“, თურქულ „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიულ „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და შოტლანდიურ „დანდიში“.
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ნემსაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, უმუშავია „შევარდენში“, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოში“. 2020-21 წლების სეზონში გიორგი ნემსაძე „დინამოს“ სპორტული დირექტორის პოზიციასაც იკავებდა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









