ფოტო: csiship.com
2025 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალმა 273.8 მილიონი ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, შემოსავლების 67% საერთაშორისო მომსახურებაზე მოდიოდა, 33% კი – ადგილობრივზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის თანახმად, საფოსტო და საკურიერო კომპანიების შემოსავლების უდიდესი ნაწილი ამანათების მიწოდებიდან მიიღეს – 76.8%. ამ შემოსავლის 70.3% საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 29.7% კი – ადგილობრივზე.
კომპანიების შემოსავლების 17.3% წერილობითი კორესპონდენციის მომსახურებით იყო მიღებული. ამ კატეგორიაში საერთაშორისო გზავნილების წილი 57.8% იყო, ადგილობრივის კი – 42.2%.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულმა საწარმოებმა 16.4 მილიონი ამანათი და 7 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია გაგზავნეს.
ამავე პერიოდში აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 4.6 ათასი ადამიანი შეადგინა, მათ შორის 1.8 ათასი კურიერი და ფოსტალიონი იყო.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









