2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტსა და იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტსა და იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

ფოტო: Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებულ მსხვილეს სასაქონლო ჯგუფს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა. საქსტატის მონაცემებით, მათი ექსპორტის ღირებულებამ 1.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.9%-ია.

საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომელთა ექსპორტმაც 811.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი ექსპორტის 13.2%-ს უტოლდება. მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებდა – 464 მილიონი დოლარით, ანუ ექსპორტის 7.5%-ით.

მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებდა იმპორტშიც. საანგარიშო პერიოდში მათი იმპორტის ღირებულებამ 2.65 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 18.4%-ია.

იმპორტირებულ საქონელში მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 1.41 მილიარდი დოლარით, რაც იმპორტის 9.8%-ს შეადგენდა. მესამე ადგილზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებები აღმოჩნდა – 526.8 მილიონი დოლარით, ანუ მთლიანი იმპორტის 3.7%-ით.

ამრიგად, მსუბუქი ავტომობილები 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო. მათი ექსპორტის ღირებულება იმპორტის ღირებულებაზე დაახლოებით 1.12 მილიარდი დოლარით ნაკლები აღმოჩნდა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი