2018 წელს რუსეთის ექსპორტმა 449 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით რუსეთის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა, 2014 წლის მაჩვენებელს 10%-ით ჩამორჩება.
რუსეთის ექსპორტში პირველ ადგილზე საწვავია (ნავთობი, ბენზინი, გაზი, ქვანახშირი და სხვა). 2018 წელს საწვავის ექსპორტმა 238 მილიარდი დოალრი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 53%-ია. მეორე ადგილზე რკინის და ფოლადის ექსპორტია 23 მილიარდი დოლარით. მესამეზე მარცვლეულის ექსპორტია 11 მილიარდი დოლარით. ჯამში, ბუნებრივ რესურსებზე რუსეთის ექსპორტის 70%-მდე მოდის.
რუსეთის ექსპორტის 54% ევროპის ქვეყნებში, 37% აზიის ქვეყნებში, 4% აფრიკის ქვეყნებში, ხოლო 3.4% ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
ცხრილი: რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია 2018 წელს
| პროდუქცია | მილიარდი დოლარი | წილი მთლიან ექსპორტში |
1 | საწვავი | 238 | 53% |
2 | რკინა, ფოლადი | 23 | 5.2% |
3 | მარცვლეული | 10.5 | 2.3% |
4 | ძვირფასი ლითონები და ქვები | 10 | 2.2% |
5 | მანქანები კომპიუტერების ჩათვლით | 9.2 | 2.0% |
6 | მერქანი | 9 | 2.0% |
7 | მინერალური სასუქები | 8.2 | 1.8% |
8 | ალუმინი | 6.6 | 1.5% |
9 | სპილენძი | 5.4 | 1.2% |
10 | ელექტრო ტექნიკა | 4.9 | 1.1% |
წყარო: International Trade Centre