ერაყმა აშშ-ისგან ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტის ნებართვა მიიღო

ერაყმა აშშ-ისგან ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტის ნებართვა მიიღო

ფოტო: REUTERS/Stringer

 

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუად ჰუსეინმა მედიასააგენტო AlJazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერაყმა შეერთებულ შტატებთან მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ერაყული ნავთობის ექსპორტის განხორციელების საშუალებას იძლევა.

მინისტრის განცხადებით, ირანთან ომისა და ნავთობის ექსპორტის შეფერხებების შედეგად ერაყისთვის მიყენებულმა ზარალმა $60 მილიარდს მიაღწია.

ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ოქტომბერში ერაყის ნავთობის ექსპორტის მაჩვენებელიმას შემდეგ აღდგა, რაც წინა თვეში მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. კერძოდ, ექსპორტი სექტემბერში არსებული 2.65 მილიონი ბარელიდან დღეში დაახლოებით 3.5 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

AlJazeera-სთან ინტერვიუში ფუად ჰუსეინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ერაყს სთხოვა, ირანთან არსებული ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახუროს, გარდა ორისა. ეს ვაშინგტონის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისთაგან ერთი ქურთისტანის რეგიონში მდებარეობს.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერაყს აქვს მტკიცებულება, რომ გარე მხარეები მის ტერიტორიას მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.

შეგახსენებთ, ბაღდადი ირანის მოკავშირე შეიარაღებულ დაჯგუფებებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათი იარაღი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცეს და ეს პროცესი არა ძალის გამოყენებით, არამედ დიალოგის მეშვეობით უნდა წარიმართოს.

ერაყის მთავრობამ თავდაპირველად შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის იარაღის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევის ბოლო ვადად 30 სექტემბერი განსაზღვრა. თუმცა დაჯგუფებების მხრიდან პოლიტიკის იმპლემენტაციისათვის გაწეული წინააღმდეგობების შემდეგ, ვადა 2027 წლის ივნისამდე გადაიდო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.