2018 წელს ექსპორტზე 745 მილიარდი დოლარის ავტომობილი გავიდა. 2017 წელთან შედარებით, 2018-ში ავტომობილების ექსპორტის ღირებულება 1%-ით შემცირდა. მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის შემდეგ, ყველაზე მსხვილი საექსპორტო ჯგუფია.
ავტომობილების ექსპორტში პირველ ადგილზე გერმანიაა 155 მილიარდი დოლარის ექსპორტით, რომელსაც მსოფლიო ექსპორტის 21% უჭირავს. მეორე ადგილზე იაპონიაა 99 მილიარდი დოლარით და მსოლფიო ბაზრის 13.3%-იანი წილით. მესამეზე აშშ-ია 51 მილიარდი დოლარით.
ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები შემდეგი კომპანიების არიან: “ტოიოტა”, “ფოლკსვაგენი”, “დაიმლერი”, “ფორდი”, “BMW“, “ჯენერალ მოტორსი“, “ჰონდა”, “ჰიუნდაი”, “ნისანი”.
ცხრილი: მსოფლიოს ტოპ 10-ქვეყანა ავტომობილების ექსპორტით, 2017 წელი
| პროდუქცია | მილიარდი დოლარი |
1 | გერმანია | 155 |
2 | იაპონია | 99 |
3 | აშშ | 51 |
4 | მექსიკა | 49 |
5 | გაერთიანებული სამეფო | 42 |
6 | კანადა | 41 |
7 | სამხრეთ კორეა | 38 |
8 | ესპანეთი | 36 |
9 | ბელგია | 34 |
10 | საფრანგეთი | 25 |
წყარო: The World Factbook, Trade Map