2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 2018 წლის მეორე კვარტალში (აპრილ-ივნისში) საქართველოს საგარეო ვალი 347 მლნ დოლარით შემცირდა და 17.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის შემცირება ძირითადად სახელმწიფო ვალის (223 მლნ დოლარით) და არასაფინანსო კორპორაციების ვალის (69 მლნ დოლარით) შემცირებამ განაპირობა. კომერციული ბანკების საგარეო ვალი 29 მილიონი დოლარით შემცირდა.
30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 109%-ია, 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 113% იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს 86%.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი
| 2017 | 2018 | ||||
| I კვარტ | II კვარტ | III კვარტ | IV კვარტ | I კვარტ | II კვარტ |
სამთავრობო სექტორი | 4,768 | 5,002 | 5,155 | 5,295 | 5,400 | 5,177 |
ეროვნული ბანკი | 199 | 245 | 248 | 292 | 299 | 331 |
ბანკები | 3,118 | 3,537 | 3,568 | 3,687 | 3,808 | 3,780 |
სხვა სექტორები | 5,300 | 5,286 | 5,260 | 5,370 | 5,668 | 5,618 |
ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები | 2,670 | 2,600 | 2,658 | 2,616 | 2,593 | 2,516 |
მთლიანი საგარეო ვალი | 16,055 | 16,670 | 16,890 | 17,260 | 17,768 | 17,422 |
წყარო: ეროვნული ბანკი