FDI-ის წილი საქართველოს და მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკაში

FDI-ის წილი საქართველოს და მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკაში

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

TBC Research-ის მონაცემებით, 2012-2016 წლებში საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი საშუალოდ 8.8%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში FDI-წილი საქართველოში მეტი იყო ვიდრე თურქეთში, ესტონეთში უკრაინაში.

FDI-ის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2012-2016 წლებში:

  • საქართველო – 8.8%
  • ყაზახეთი – 6%
  • ესტონეთი – 3.8%
  • ბულგარეთი – 3.6%
  • ჩეხეთი – 3.2%
  • სომხეთი – 3.2%
  • ხორვატია – 3%
  • უკრაინა – 3%
  • ლატვია- 2.8%
  • პოლონეთი – 2.4%
  • რუმინეთი – 2.2%
  • სლოვენიის რესპუბლიკა – 1.9%
  • რუსეთი – 1.9%
  • ლიეტუვა – 1.7%
  • სლოვაკეთის რესპუბლიკა – 1.7%
  • თურქეთი – 1.6%