“ომეგა მოტორს ჯგუფმა” განსაკუთრებული სტუმრებისთვის, მსოფლიო ბრენდების მაღაზია “ქრონოგრაფის”, ღვინის კომპანია “ჩიგოგიძე ვაინსისა” და სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანის” პარტნიორობით, განსაკუთრებული ტესტ-დრაივი მოაწყო, რომელმაც სტარტი ომეგას ქუჩაზე აიღო.
ტესტ-დრაივზე წარმოდგენილი იყო “ბენტლის” ორი განსაკუთრებული მოდელი – “ბენტლი ბენტაიგა” და ხელნაკეთი “ბენტლი მულსანი”.
“ბენტლის, როგორც ბრენდის, საქართველოში არსებობა არა მხოლოდ “ომეგა მოტორ ჯგუფის”, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების კუთხით”, – აცხადებენ “ბენტლი თბილისში”.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბენტლის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, “ბენტლი თბილისი”, მომხმარებელს სთავაზობს სრული მოდელების ხაზს, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT, ასევე, გაყიდვის შემდგომ მომსახურებას და საავტომობილო ბრენდის ხელნაკეთი მოწყობილობების კოლექციას.
ბენტლი მოტორსი არის ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდი მსოფლიოში, კომპანიის მთავარი ცენტრი მდებარეობს ინგლისში, ქალაქ ქრუში , რომელიც არის კომპანიის სათავო ოფისი და მოიცავს დიზაინს, კვლევას, განვითარებას, მანქანათმშენებლობას და კომპანიის ოთხი სამოდელო ხაზის: Bentayga-ს, Continental-ის, Flyng Spur-ისა და Mulsanne-ის წარმოებას.