დღეისათვის საქართველოში 75 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც 144 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
75 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან 20 სახელმწიფოა, ხოლო 55 კერძო. მიუხედავად იმისა, რომ კერძო დაწესებულებების რაოდენობა 2.8-ჯერ მეტია სახელმწიფო სასწავლებლებზე, სტუდენტთა 65% სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს. თუმცა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა რაოდნეობას ზრდის ტენდენცია აქვს, როგორც ნომინალურ, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში. 2011-2012 წლებში კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა 25.4% სწავლობდა, 2017-2018 სასწავლო წელს კი მათი წილი 34.9%-ია.
ცხრილი: უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და სტუდენტების რაოდენობა
| უმაღლესი საგანმ. დაწესებულებების რაოდნოება | სტუდენტების რაოდენობა | |||
სასწავლო წელი | სახელმწიფო | კერძო | სახელმწიფო | კერძო | კერძოს წილი |
2002-2003 | 26 | 154 | 122223 | 31465 | 20.5% |
2003-2004 | 26 | 150 | 123866 | 29388 | 19.2% |
2004-2005 | 26 | 172 | 137021 | 35440 | 20.5% |
2005-2006 | 25 | 140 | 113801 | 30078 | 20.9% |
2006-2007 | 18 | 148 | 110846 | 29961 | 21.3% |
2007-2008 | 19 | 137 | 81189 | 30914 | 27.6% |
2008-2009 | 20 | 109 | 66498 | 27139 | 29.0% |
2009-2010 | 21 | 108 | 74056 | 28654 | 27.9% |
2011-2012 | 19 | 33 | 70922 | 24188 | 25.4% |
2012-2013 | 19 | 38 | 80009 | 29524 | 27.0% |
2013-2014 | 20 | 46 | 83250 | 34460 | 29.3% |
2014-2015 | 20 | 53 | 86247 | 37976 | 30.6% |
2015-2016 | 20 | 54 | 90452 | 42492 | 32.0% |
2016-2017 | 20 | 54 | 91740 | 48521 | 34.6% |
2017-2018 | 20 | 55 | 93627 | 50181 | 34.9% |
წყარო: საქსტატი