IMF ეროვნული ბანკის მუშაობას აფასებს

IMF ეროვნული ბანკის მუშაობას აფასებს

IMF საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას წარმატებულად აფასებს. ფონდი აღნიშნავს, რომ მისიის მიერ სებ-სთვის მიცემული რეკომენდაციები წარმატებით სრულდება. 

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან კომერცულ ბანკებს დაეკისრებათ ვალდებულება დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ ეროვნულ ბანკს გარიგებების შესახებ. ამასთან, 2018 წლიდან განახლდება ეროვნული ბანკის ინფორმაციული სისტემა SebStat და მას მაისიდან ბიზნესის სპეციალური ცნობარი დაემატება.

ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ არასაბანკო საფნანსო სექტორის რეგულირების კუთხით ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მათი ფინანსური შედეგები მეტად გამჭვირვალე გახდეს. 

საქართველოში ფინანსური სექტორის 90% ბანკებზე მოდის. ამასთან 16 კომერვიული ბანკიდან 8 არარეზიდენტი პირების მფლობელობაშია, 5-ის შემთხვევაში კი წილის უმეტესობის მფლობელი უცხოელი ინვესტორია. მათი ჯამური აქტივები კი 32 მილიარდ ლარს აჭარბებს. საბანკო სისტემის აქტივების 70% 2 ბანკზე მოდის. IMF აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბანკების წილი მთლიან აქტივებში 9%-ზე დაბალია. ამასთან, ფონდი ხაზს უსვმას, რომ საქართველოში სესხებისა და დეპოზტების უმეტესობა უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

არასაბანკო საფინანსო სექტორის აქტივების 55% მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავიათ. გასულ წელს საქართველოში 83 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, 13 მათგანს კი ბაზრის 40% ეკავა და მათი მფლობელი არარეზიდენტი პირია. ამასთან, ქვეყანაში 15 სადაზღვევო კორპორცია ოპერირებს, რომელთა საერთო აქტივები 500 მილიონ ლარს აჭარბებს. გასულ წელს საქართველოში 4 სალიზინგო კომპანია ოპერირებდა, საერთო აქტივებით 200 მილიონი ლარი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.