სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება

სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება

სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებული საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება პროცესის დასრულდება. 

“სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას ახალი ბიძგი მიეცა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება. 

“ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს. სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნებოდა. 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა.