ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 48 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26 მლნ ლარით მეტია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე. იანვარ-ოქტომბერში კი, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 532 მლნ ლარია, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 33%-ით (133 მლნ ლარით) მეტია.
გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში: