Time-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

Time-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2020 წლის ადამიანად აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა. ე.წ შორთ ლისტში ასევე შედიოდნენ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი როლი აქვს და ასევე მოძრაობა, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდა და დემონსტრაციებს მართავდა ფერადკაიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად.

თუმცა, საბოლოოდ, ჟურნალ Time-ის რედაქტორებმა არჩევანი შეაჩერეს ჯო ბაიდენზე, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა და კამალა ჰარისზე, რომელიც აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ქალი ვიცეპრეზიდენტი გახდა.

ცნობისთვის, გასულ წელს, წლის ადამიანად გარემოს დამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი დასახელდა.

Time წლის ადამიანს ყოველი წლის ბოლოს გამოავლენს ხოლმე. აღნიშნული ტრადიცია ჟურნალს 1927 წლიდან მოყოლებული აქვს.