2020 წლის ივნისში WhatsApp-ს ციფრულად გადახდის სერვისი დაემატა და პირველი ქვეყანა, რომელმაც შესაბამისი პროგრამული მხარდაჭერა მიიღო, ბრაზილია გახლდათ. თუმცა მალევე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სერვისი დააზარალებდა საფინანსო ორგანიზაციებს და ამასთან მონაცემთა უსაფრთხოების საკითხიც ეჭვქვეშ დადგა.
მიუხედავად ამისა, WhatsApp-მა მიმდინარე კვირის სამშაბათს ონლაინ გადახდის დანერგვის საბოლოო ნებართვა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პლატფორმის მომხმარებელ 213 მილიონ ბრაზილიელს Visa და Mastercard ბარათებით გადახდა აპლიკაციის დახმარებით შეეძლება.
„მივესალმებით ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას და ვცდილობთ, სერვისი რაც შეიძლება მალე გავხადოთ ხელმისაწვდომი. უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გადახდის მექანიზმები დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ეს ბიზნესს ეკონომიკურ გაჯანსაღებაში დაეხმარება“, – ვკითხულობთ WhatsApp-ის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში.