ისტორიაში პირველად, Forbes-ის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების ოცეულის ლიდერი Barcelona გახდა, რითაც მან Real Madrid-ის ღირებულებას მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც გადაუსწრო.
სიის ლიდერობას 16 წლის განმავლობაში ორი კლუბი ითავსებდა, მათ შორის, ხუთჯერ Real Madrid-ი, 11 წელი კი Manchester United-ი.
20 ყველაზე წარმატებული კლუბის საშუალო ღირებულება $2.28 მილიარდია, რაც წინა ორ წელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.
აქვე გეტყვით, რომ, როგორც Forbes-ი წერს, მომდევნო წლების განმავლობაში საფეხბურთო მაისურების სპონსორებთან დაკავშირებით ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც უკვე შეეხო Manchester United-ს, რომლის სპონსორიც ახლა, ნაცვლად Chevrolet-ისა, TeamViewer-ია.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების ათეულს:
Barcelona
ბარსელონა, ესპანეთი
ღირებულება: $4.76 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $792 მილიონი
Real Madrid
მადრიდი, ესპანეთი
ღირებულება: $4.75 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $792 მილიონი
Bayern Munich
მიუნხენი, გერმანია
ღირებულება: $4.215 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $703 მილიონი
Manchester United
მანჩესტერი, ინგლისი
ღირებულება: $4.2 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $643 მილიონი
Liverpool
ლივერპული, ინგლისი
ღირებულება: $4.1 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $619 მილიონი
Manchester City
მანჩესტერი, ინგლისი
ღირებულება: $4 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $609 მილიონი
Chelsea
ლონდონი, ინგლისი
ღირებულება: $3.2 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $520 მილიონი
Arsenal
ლონდონი, ინგლისი
ღირებულება: $2.8 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $430 მილიონი
Paris Saint-Germain
პარიზი, საფრანგეთი
ღირებულება: $2.5 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $599 მილიონი
Tottenham Hotspur
ლონდონი, ინგლისი
ღირებულება: $2.3 მილიარდი
შემოსავალი (2020 წელს): $494 მილიონი