„თიბისის“ კრეატიული ოფისი უზბეკეთში

„თიბისის“ კრეატიული ოფისი უზბეკეთში

„თიბისიმ“ უზბეკეთში ბანკის ფილიალი კრეატიულ ოფისად აქცია. „ვქმნით ოფისს სახალისო ადგილად“, – ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა „ფეისბუკზე“ დაწერა და თან ფოტოებიც დაურთო. ცნობისთვის, ქურდიანი „თიბისი უზბეკეთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

„სხვათა შორის, გოგონები ჩვენი გუნდის წევრები არიან, რომლებმაც იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს“, – დაწერა ნიკა ქურდიანმა.

შეგახსენებთ, „თიბისიმ“ უზბეკეთის ბაზარზე ოპერირება გასულ წელს დაიწყო. „თიბისი უზბეკეთმა“ 2020 წელს ქვეყანაში 12 000 ბარათი გამოუშვა, 2 000 სადეპოზიტო კლიენტი მოიზიდა და დაკრედიტების საწყისი შეთავაზებები აამოქმედა. ამის შესახებ TBC Bank Group-ის მიერ უზბეკეთის ბაზარზე შესვლის პირველ ანგარიშშია ნათქვამი.

ბანკი თავდაპირველად უზბეკეთში 2020 წლის ბოლოს 20 ფილიალის გახსნას გეგმავდა, თუმცა ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბანკს 18 სავაჭრო წერტილი და ორი ფილიალი აქვს.