„ჩვენ ვიქნებით საკმაოდ აქტიური მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ნაწილში“, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა გადაცემა Forbes Talks-ში სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, „ლიბერთი“ ისტორიულად ე.წ. რიტეილ-ბანკი იყო, თუმცა გასულ წელს, ახალი სტრატეგიული გეგმის დამტკიცებისას, ბანკმა ახალი მიმართულება – მცირე და საშუალო ბიზნესი დაამატა.
„ამ ნაწილში ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ როგორც სტრუქტურულ, ასევე პროექტების დონეზე. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით საკმაოდ აქტიური მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ნაწილში“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.
აღსანიშნავია, რომ ბანკს აქცენტი ამ კუთხით გაკეთებული აქვს აგროსექტორზე, ვაჭრობისა და სერვისის მიმართულებაზე. „ლიბერთის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ ნაწილში ბანკი ინოვაციური იქნება.
„უახლოეს მომავალში ბაზარზე ბევრი საინტერესო ინიციატივით გამოვალთ “, – დასძინა მან.