თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც “კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ.

.„კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი.

“ვამაყობთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის რეგიონში. აღნიშნული პრესტიჟული სტატუსი შესაძლებლობას მოგვცემს, კლიმატის სფეროში დაფინანსების პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველოში კლიმატურ მდგრადობას შევუწყოთ ხელი. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ღირებულებას – ბიზნესი პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზებით ვაწარმოოთ და წვლილი შევიტანოთ კლიმატური ცვლილებების გამკლავების პროცესში“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„კლიმატის მწვანე ფონდი“ საერთაშორისო ფონდია, რომელიც გაეროს მიერ 2010 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების საპასუხოდ, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერაა. „კლიმატის მწვანე ფონდი“ ორიენტირებულია კლიმატის სფეროში დაფინანსების უზრუნველყოფისა და კლიმატური მდგრადობის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.