Pfizer კიბოს მედიკამენტზე მომუშავე Trillium-ს $2.3 მილიარდად ყიდულობს

Pfizer კიბოს მედიკამენტზე მომუშავე Trillium-ს $2.3 მილიარდად ყიდულობს

ამერიკული ფარმაგიგანტი Pfizer მასაჩუსეტსის შტატში რეგისტრირებული Trillium Therapeutics-ს ყიდულობს, – ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. Trillium ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ბაზარზე, ხოლო მისი მოლეკულები TTI-622 და TTI-621, რომლებიც სისხლის სიმსივნურ უჯრედებში სიგნალის გადაცემაში მონაწილე ცილებს ბლოკავენ, უკვე გადის კლინიკურ კვლევებს ადამიანებზე.

აღსანიშნავია, რომ Trillium-ის თითო აქცია, Pfizer-მა $18.50-ად შეიძინა, რაც აქციის გასულ 60-დღიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 118%-იან ნამატს წარმოადგენს. Trillium-ის აქციების ნაწილი Pfizer-მა ჯერ კიდევ სექტემბერში შეიძინა, რაშიც $25 მილიონი გადაიხადა. ამ ფინანსური გარიგების შედეგად, Pfizer-ის ონკოლოგიის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Trillium-ის სამეცნიერო საბჭოს წევრად დაინიშნა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გარიგების გაოფიციალურების შემდეგ, Trillium-ის ერთი აქციის ფასი გასამმაგდა, ხოლო Pfizer-ის აქციათა ღირებულებამ 3.3%-ით იმატა.