SpaceX Starlink-ის ინტერნეტ თანამგზავრებს შესაძლებლობებს უუმჯობესებს

SpaceX Starlink-ის ინტერნეტ თანამგზავრებს შესაძლებლობებს უუმჯობესებს

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, SpaceX-მა Starlink-ის ინტერნეტ სისტემის სატელიტების მომავალი თაობის გეგმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. ახალ დეტალებს შორის არის კომპანიის გეგმაც, გამოიყენოს საკუთარი კოსმოსური ხომალდი Starship, როგორც სატელიტების გადაადგილების ძირითადი საშუალება.

SpaceX-მა აღნიშნული ცვლილებები კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში წარადგინა. განაცხადი კი გეგმის აღწერას მოიცავდა, რომელიც Gen2 სისტემის სახელითაა ცნობილი. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სისტემა პირველი თაობის სპეციფიკაციების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. იმისდა მიუხედავად, რომ პირველი თაობის სისტემა სრულად უზრუნველყოფს სატელიტური სისტემებისათვის უპრეცენდენტო შესაძლებლობებს, მოთხოვნა უფრო მასშტაბურ კონფიგურაციაზე კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებელთა კავშირის უზრუნველყოფა კი არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი.

ცნობისათვის, Starlink გახლავთ ილონ მასკის კომპანიის ინტენსიური კაპიტალის პროექტი, რომელიც ათასობით სატელიტის დახმარებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ინტერნეტ ქსელს აყალიბებს. კოსმოსურ ინდუსტრიაში ეს უკანასკნელი თანავარსკვლავედის სახელითაა ცნობილი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებაა. SpaceX-მა აღნიშნული მომსახურება პირველად ბეტა ვერსიის სახით შემოიტანა წინასწარ განსაზღვრული მომხმარებლებისათვის, რომელთაც ყოველთვიურად ინტერნეტისათვის 99$-ის გადახდა უწევდათ. გასულ წელს კომპანიამ ქსელის ტესტირება საავიაციო მომსახურების ინდუსტრიაში სცადა, მოგვიანებით კი SpaceX სერვისის გაფართოებას გემებსა და სატვირთო მანქანებზე აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით მომსახურების მხოლოდ ბეტა ვერსია არსებობს, კომპანიის განცხადებით მათ უკვე 12 ქვეყანაში 90,000 მომხმარებელი ჰყავთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *